,,მოგვაკლდა ესებუა, სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად”- ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია.

მინისტრმა უპასუხა კითხვას: „ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა ცენტრალურ უბნებში, არის თუ არა გაზრდილი კრიმინალი?“.

,,მოგვაკლდა ესებუა, კი. გაიზარდა კრიმინალი ამით?! სტატისტიკა?! სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად, მართლა ვიძახი, ორი სამი ფაქტი მოხდა, თუმცა სტატისტიკა, იცით რა არის მათემატიკა?! ხომ იცით, მათემატიკა არის ჩვეულებრივად, ვითვლით, თქვენ აპელირებთ, რომ მოხდა, მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ერთ-ერთი, ჩვენ ახლო სამეზობლოშიც და არა ნაკლებ ევროპასთან”, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები