„მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილია. პრეზიდენტების  შეხვედრის შესახებ თავად ევროკომისიის პრეზიდენტი წერს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“, – ასეთია ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

 

მსგავსი თემები