,,ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ NATO-ს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, – ეს ვითომ, პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა”- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრული სიმართლე ილაპარაკა.

,,რაც ილაპარაკა, რა თქმა უნდა, ვუსმინე ბატონ პრემიერ-მინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, მე მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ NATO-ს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკან – ეს ვითომ, პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ასეთი რაღაც შეფუთეს, სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა იგივე ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, დიდი ლიდერები, მათ შორის, ბატონი ზელენსკი. ახალი რა გაიგონეთ მაგაში არ ვიცი. ცოტა ჭიანჭველასგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ეს ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც,”- განაცხადა გომელაურმა.

,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მსგავსი თემები