ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში ჩავიდა და ფრონტის ხაზი მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში ჩავიდა და უკრაინელი დამცველების პოზიციები მოინახულა.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა მოისმინა დონეცკის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის მეთაურის ანგარიში ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ.

ზელენსკი გაესაუბრა საზღვაო ქვეითების, საჰაერო-სადესანტო, მექანიზებული და საარტილერიო დანაყოფების სამხედრო პერსონალს და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. დამცველებმა მიიღეს ბოჰდან ხმელნიცკის II და III ხარისხის ორდენი, ასევე ორდენი “გამბედაობისთვის” II და III ხარისხის.

 

 

მსგავსი თემები