„ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის  პრინციპული პოლიტიკური პოზიცია, რომ ოპოიციას საგამოძიებო კომისია არ შეაქმნევინოს.

„მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, – ასე განმარტა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რეგისტრაციაზე უარი და საკითხის ჩაგდება.

მისი განმარტებით, ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სასამართლო სისტემაზე.

„ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი“ – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რეგისტრაციაზე უარი განაცხადა და ქვორუმის არარსებობის გამო, ოპოზიციის ინიციატივა ჩავარდა.

მსგავსი თემები