ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ეს არის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ორი „მხარის“ ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობის სხვა ეტაპებზეა გათვლილი.

ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთმა და რუსეთმა არაერთ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს, თუმცა, მათი მოქმედება ჯერ არ დაწყებულა.

მსგავსი თემები