,,როგორ გგონიათ, გვჯერა, რომ თქვენ ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ არ იცოდით?”- ხატია დეკანოიძე

,,როგორ გგონიათ, გვჯერა, რომ თქვენ ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ არ იცოდით? თქვენ ფარავდით ორგანიზებულ დანაშაულს და 13000-მდე ახალგაზრდა ჩართეთ მასში,”- ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება არ არსებობს.

,,კლანის” მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება არ არსებობს. დავით მათიკაშვილი რამდენიმე წუთის წინ გამოგონილი გზავნილებით საუბრობდა. ბატონო დავით, სუს-ის კრებსებში მოხვდა ის, როგორ დავდიოდი მე ექიმთან, მოხვდა, როგორ ვესაუბრებოდი დედას, მეკეთა თუ არა ჰოლტერი, რომელ ექიმთან მივდიოდი, ჩემს შვილს რას ველაპარაკებოდი. როგორ გგონიათ, გვჯერა, რომ თქვენ ქოლ- ცენტრების არსებობის შესახებ არ იცოდით? თქვენ ფარავდით ორგანიზებულ დანაშაულს და 13000-მდე ახალგაზრდა ჩართეთ მასში. ყველაფერი, რაც ოპოზიციას ეხება, ნებისმიერი პირადი საუბარი, სუს-ის მიერ კონტროლირებადია. ახლა მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა, რომ ამხელა ორგანიზებული დანაშაული არსებობდა და თქვენ არ იცოდით,”- განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები