ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭისყრაზე ხვალაც დააყენებს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის – ხათუნა სამნიძის განცხადებით,  „ქართული ოცნება“ საპროცედურო ომით ცდილობს კომისიის შექმნას ხელი შეუშალოს, თუმცა, ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს და სხდომაზე საკითხს ისევ დააყენებს.

„ქართულ ოცნებას ეშინია სიმართლის, რომელიც უნდა დაინახოს საზოგადოებამ, როდესაც იმუშავებს საგამოძიებო კომისია და საპროცედურო ომით ეცადა ხელისუფლება ხელი შეეშალა კომისიის შექმნისთვის. ეს არის დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ოპოზიციის. საპროცედურო ომით ცდილობდა ხელისუფლება თავის დაცვას, მაგრამ ეს გაგრძელდება ხვალ, კენჭისყრაზე ისევ დადგება საკითხი და ამას ვერ გაექცევა „ქართული ოცნება“, ოპოზიცია არის მობილიზებული“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ სესიის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია არ გაიარა. შესაბამისად, საკითხის გატანისთვის საჭირო ქვორუმი ვერ შედგა და საკითხი ჩავარდა.

მსგავსი თემები