,,არანაირი ხაბეიშვილის გუნდი, ბეჟაშვილის გუნდი, ბოტკოველს გუნდი არ არსებობს”- ლევან ხაბეიშვილი

,,არანაირი ხაბეიშვილის გუნდი, ბეჟაშვილის გუნდი, ბოტკოველს გუნდი არ არსებობს,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს ცალკე გუნდის წევრობა სურს, ამისთვის მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ ჰქონდეთ პოლიტიკური პარტია.

,,ნაციონალური მოძრაობა არის ერთი პარტია, არსებობს ნაციონალური მოძრაობის გუნდი და ერთადერთი თუ ვინმეს გუნდი შეიძლება ერქვას ნაციონალურ მოძრაობაში, არის მიშა სააკაშვილის გუნდი. არანაირი ხაბეიშვილის გუნდი, ბეჟაშვილის გუნდი, ბოტკოველს გუნდი არ არსებობს. თუ ვინმე უწოდებს და მე ვნახე, რომ ასეთებს უწოდებენ, რომ მელიას გუნდი. ჩვენ იმის გუნდის წევრები ვართ, ეს არის პრობლემა. თუ ვინმეს ვინმეს გუნდის წევრობა უნდა, ამისთვის კონსტიტუციური უფლება აქვთ ჰქონდეთ პოლიტიკური პარტია და აწარმოონ ნებისმიერი საქმიანობა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები