„სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან სრულად თავისუფალია“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტში ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნა-არშექმნის საკითხზე მსჯელობენ. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა და სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან სრულად თავისუფალია.

„სახეზეა რადიკალური ცვლილება.  რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ შეკითხვა, რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ სათუნა სამნიძეს.

მისი შეფასებით, 2012 წლიდან 3-ჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში.

„ასევე, 3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. 5-ჯერ ნაკლებია ჯარიმების მოცულობა, რაც საქართველოს მოქალაქეებს გამოუწერეს. 18-ჯერ შემცირდა გირაოს მაჩვენებელი. ორჯერ შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემია. სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობას რაც შეეხება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები რომ ავიღოთ, სამჯერ არის შემცირებული მაჩვენებელი და გვაქვს სარეკორდო მაჩვენებელი აქტუალური საქმეების. ეს არის დაახლოებით 150 საქმე, რომელიც დღეს განიხილება, როდესაც ასეულობით საქმე იდო ხოლმე სტრასბურგში საქართველოდან“ – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები