„გინდათ დაიბრუნოთ როგორმე კონტროლი ან კონტროლის ნაწილი სასამართლოზე“ – თალაკვაძე ოპოზიციას

პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება ოპოზიციის  ინიციატივის განხილვა, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ინტერესი შურისძიებაა.

„ხალხი აუცილებად შეგეკითხებათ, თუ სასამართლო არ არსებობს, მაშინ როგორ იგებს ეს ხალხი პროცესებს? შეგეკითხებათ და ამ კითხვებს გაურბიხართ. თუ სასამართლო ბოროტი და დამორჩულებულია, რატომ არ იზრდება პატიმართა რაოდენობა? თქვენ რომ 25 000 პატიმარი გყავდათ, ჩვენ 50 000 რატომ არ გვყავს? არც ამაზე გაქვთ პასუხი.

თუ სასამართო სისტემა ჩაკეტილია, 200-მა ადამიანმა როგორ მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კონკურსში მონაწილეობა? გამახსენეთ თქვენი გახსნილი სისტემის დროს როგორ იყო. სად იყო უფრო გახსნილი სასამართლო?

ძალიან დიდ ეჭვებს გვიჩენს, რომ თქვენი ეს ინიციატივა არ არის მოტივირებული სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეით. თქვენ გაქვთ კონკრეტული დღის წერიგი, პირველი – გინდათ დაბლოკოთ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი; მეორე – გინდათ შური იძიოთ მოსამართლეებზე, ვინც შური იძია თქვენი რეჟიმის ლიდერებზე და მესამე – გინდათ დაიბრუნოთ როგორმე კონტროლი ან კონტროლის ნაწილი სასამართლოზე“ – განაცადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვეს, რომელმაც სასამართლოში კორუფციული სქემები უნდა გამოიძიოს.

 

მსგავსი თემები