,,კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად კი არ უნდა დაიარებოდნენ მეგობარ სახელმწიფოებში, არამედ ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ”- მათიკაშვილი

„დამნაშავეები: კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად კი არ უნდა დაიარებოდნენ მეგობარ სახელმწიფოებში,  არამედ დამნაშავეთა ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ“, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „გამამტყუნებელი განაჩენებით აღიარებული დამნაშავეები: კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად კი არ უნდა დაიარებოდნენ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში,  მათი მფარველობით კი არ უნდა სარგებლობდნენ და თანამდებობებზე კი არ უნდა ინიშნებოდნენ, რაც ერთმნიშვნელოვანად არ არის მეგობრული ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი, არამედ დამნაშავეთა ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ და საქართველოს კანონიერ მოთხოვნას კანონიერი და სამართლიანი პასუხი უნდა გასცენ დამნაშავეთა გადმოცემის თვალსაზრისით“, – განაცხადა მათიკაშვილმა. მისი თქმით,  გულწრფელად გასაკვირი…

მეტი...

,,იქნებ თავი შეიწუხონ ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც  და ზეგაც”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. ,,იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

მეტი...

20 აპრილს პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენს

„მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმენს პარლამენტი 20 აპრილს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს  სხდომაზე განაცხადა. „რაც შეეხება პლენარული სხდომების დღეებს, არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება პლენარული სხდომები. ამ განრიგით ვიმუშავებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ?”- კობა კაყოფია

,,კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ ამ შემთხვევაში? ,”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რითაც ,ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა.  მისი თქმით, ნადირაძის განცხადება არასერიოზულია. ,,ქართული ოცნება ვერ მოესწრება ჩვენ შორის დაპირისპირებას. პირიქით, ახლა მიდის ძალების კონსოლიდაცია. ნიკა მელიამ გუშინ სწორად აღნიშნა, რომ ყრილობამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია ძალიან ბევრი ვნებათაღელვა პარტიის წევრებში. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძის განცხადებას, მინდა გითხრათ, რომ მე ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში. კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ ამ შემთხვევაში? მიმაჩნია, რომ ცოტა არასერიოზულია ეს განცხადება, მაგრამ არა უშავს, ახალგაზრდაა,…

მეტი...

,,მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ ჯანმრთელობა აღიდგინოს”- გიული ალასანია

,,მოვთხოვთ დროებით გადავადებას, მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ ჯანმრთელობა აღიდგინოს, ასეთი შემოვიდა ამ საავადმყოფოში ახლა რომ არის?” – ამის შესახებ გიული ალასანიამ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა. ,,იმდენად სუსტად არის, რომ მე არ ვიცი რა სასწაული უნდა მოხდეს რომ ის დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაც შანსი უნდა მიეცეს”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

თბილისის ქუჩები 24 აპრილიდან სისტემატურად მოირეცხება

24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩების ინტენსიური დასუფთავება დაიწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „თბილსერვის ჯგუფი, განახლებული ტექნიკით, ქუჩებს სისტემატურად მორეცხავს. მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვს. ,,უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს, მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები, ქვეითად მოსიარულეები სადაც გადაადგილდებიან ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. მინდა დავავალო ჩემ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ამ…

მეტი...

,,ამერიკაში წასვლა აუკრძალეს მოსამართლეებს და თქვენ გგონიათ, საგამოძიებო კომისიაზე მოვა რომელიმე მოსამართლე?! ”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაში გარკვეულ რისკებს ხედავს. მისივე თქმით, ინიციატივას მხარს დაუჭერს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ კომისიის მუშაობაში რისკებს ვხედავთ, მაგრამ მის შექმნას მხარს ვუჭერთ. კოლეგების სურვილს ვითვალისწინებთ, რომ ასეთი კომისია იმუშავებს. ჩვენ რისკებს ვხედავთ არა მარტო შექმნაში, არამედ შიგნითაც, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შესაძლებელია ოპოზიციის კვოტაში იყვნენ წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებას დაბლოკავენ. ასევე რისკია ის, რომ ამერიკაში წასვლა აუკრძალეს მოსამართლეებს „ქარული ოცნების“ წარმომადგენლებმა, კლანმა და თქვენ გგონიათ, რომ საგამოძიებო კომისიაზე მოვა რომელიმე მოსამართლე?! არ არსებობს. ერთადერთი შანსი გვაქვს, ყოფილ მოსამართლეებს თუ ექნებათ სურვილი,…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ დვანის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება…

მეტი...

„საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება”- უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ბახმუტში სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით, ოკუპანტები აწარმოებენ შეტევითი ოპერაციებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ უმეტესობაში მტრის ოპერაციები წარუმატებელია. „საომარი მოქმედებების ეპიცენტრი რჩება ბახმუტის მიმართულება, იქ მტერი კონცენტრირებს უდიდეს ძალისხმევას და ცდილობს ნებისმიერ ფასად დაამყაროს კონტროლი ქალაქზე.  ახლა მტერი აძლიერებს მძიმე არტილერიის აქტივობას და საჰაერო დარტყმების რაოდენობას, აქცევს ქალაქს ნანგრევებად. ამავდროულად, ჩვენი მებრძოლები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს და მნიშვნელოვნად ანელებენ მის შეტევითი მოქმედებები. ბახმუტისთვის ბრძოლები გრძელდება. სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება“,- აცხადებს სირსკი.

მეტი...

,,რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობა, ე.წ. ზამთარ-გაზაფხულის შეტევა ჩავარდა”- ბუდანოვი

,,2023 წლის 31 მარტს, რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობა, ე.წ. ზამთარ-გაზაფხულის შეტევა ჩავარდა,”- ამის შესახებ  უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს ამ დროისთვის სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის განხორციელების პოტენციალი არ აქვს და უახლოეს მომავალში არც ექნება. ,,2023 წლის 31 მარტს, რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობა, ე.წ. ზამთარ-გაზაფხულის შეტევა ჩავარდა. ამას ოფიციალურად ვაცხადებ. 31 მარტს ისინი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე უნდა გასულიყვნენ. რუსეთს ამ დროისთვის არ აქვს სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის განხორციელების პოტენციალი და უახლოეს მომავალში არც ექნება. რუსეთი გადავიდა სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციაზე. მათი ამოცანაა, დაიკავონ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები,…

მეტი...

,,იმედი მაქვს, დღეს ამ მოწვევის პარლამენტში პირველად შეიქმნება საგამოძიებო კომისია”- სალომე სამადაშვილი

,,დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ მოწვევის პარლამენტში პირველად შეიქმნება საგამოძიებო კომისია. სასამართლო სისტემის რეფორმა არის სწორედ კონსენსუსის საკითხი ოპოზიციაში,”- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი გაფრთხილებულია, რომ დღეს სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრის საკითხი. ,,ყველა ოპოზიციონერი არის საქმის კურსში. მათ დადასტურებული აქვთ როგორც ინფორმაციის მიღება, ასევე ის, რომ აპირებენ სხდომას დაესწრონ. ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ მოწვევის პარლამენტში პირველად შეიქმნება საგამოძიებო კომისია. სასამართლო სისტემის რეფორმა არის სწორედ კონსენსუსის საკითხი ოპოზიციაში. მას შემდეგ,…

მეტი...

,,მეუღლე აქ იდგა კიბესთან, ესროლა, ვეღარ გადავარჩინეთ”- მკვლელობა კახეთში

მკვლელობა ახმეტაში –  18 წლის კაცმა 71 წლის მეზობელ ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მოკლულის ქმარი აცხადებს, რომ დაპირისპირების მიზეზი ბინა გახდა. ,,კარი დაკეტილი იყო, იქიდან გადმოვიდა, მეუღლე აქ იდგა კიბესთან, ესროლა, ვეღარ გადავარჩინეთ. ეს სახლი იყო მამაჩემის, შვილს აუშენა ის სახლი, ჩემი და გარდაიცვალა, სიძემ გააკეთა ყალბი საბუთები და გაყიდა. მას შემდეგ დავა იყო მაგაზე, იმ ყლაბი საბუთებით, მაინც დაუმტკიცეს ის ფართი, 1 000 კვადრატული მეტი, ახლა იმ ფართში აღარ ეტევა, აქეთ მინდა გადმოსვლაო”, – განუცხადა მოკლული ქალის ქმარმა ” მთავარ არხს”. მკვლელობა კახეთში – დაკავებულია 1 პირი

მეტი...

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 2235 ადამიანი დააბრუნა – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 2235 უკრაინელი დაბრუნდა რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,ყველა გვახსოვს. ჩვენ დავიბრუნებთ თითოეულს“, – დასძინა ზელენსკიმ. ბოლო გაცვლის დროს, აღდგომას უკრაინამ 130 სამხედრო ტყვე დაუბრუნა. სახლში დაბრუნებულთა შორის არის უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 სამხედრო მოსამსახურე, 20 ტერორისტი, 11 ეროვნული გვარდიის, სამი მესაზღვრე, საზღვაო ძალების ორი წარმომადგენელი და კიდევ ორი ​​სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელი. გათავისუფლებული 130 დამცველიდან 48 დაკარგულად ითვლებოდა. ზოგიერთ გადარჩენილს ჭრილობები, ტვინის შერყევა და დაკარგული კიდურები აღენიშნება. ასევე ტყვეობიდან გაათავისუფლეს ორი ძმა, რომლებიც იბრძოდნენ ბახმუტის მხარეში. გათავისუფლებულ დამცველებს…

მეტი...

ბოლო 24 საათში უკრაინელებმა რუსების 70-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს – გენშტაბი

რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 419-ე დღე – ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 4 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, 57 შეტევა განახორციელა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებული ტერიტორიების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არიან დაჭრილებიც. გენშტაბი იტყობინება, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია. ,,მტერი განიცდის მნიშვნელოვან ზარალს, მაგრამ აგრძელებს თავის ძირითად ძალისხმევას კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდიივსკისა და მარინკას ღერძებზე შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე. აქტიურად იყენებს ოპერატიულ-ტაქტიკურ და სამხედრო ავიაციას. დღის განმავლობაში, 70-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს ფრონტის ხაზის…

მეტი...

ისინი, ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან, მძიმე ფასს გადაიხდიან – ”დიდი შვიდეული”

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ა ისინი, ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებაში ეხმარებიან, მძიმე ფასს გადაიხდიან. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიის ქალაქ კარუიზავაში შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში. „ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მესამე მხარეებისადმი, შეწყვიტონ ან გადაიხადონ მძიმე ფასი რუსეთის ომში დახმარებისთვის. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე მხარის მიერ იარაღის გადაცემას რუსეთში და გავაგრძელოთ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს. “, – ნათქვამია კომუნიკეში. მინისტრებმა დაამატეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი დაპირება ბელორუსიაში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში…

მეტი...

რუსეთის ძალებმა ლუგანსკის ოლქში სოფელი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, რუსების საჰაერო იერიშის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მისივე თქმით,  ბოლო დღეებში მტერი თითქმის განუწყვეტლივ იყენებს ტაქტიკურ ავიაციას სვატივის რეგიონის დეოკუპირებული დასახლებების დასაბომბლად. „სვატივის რაიონის სოფელ ნოვოეჰორივკას რუსული დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთმა კისერზე, ხელებსა და ფეხებში ჭრილობები მიიღო. ხარკოვის საავადმყოფოში 1977 წელს დაბადებული ქალი მოათავსეს. გუშინ მტრის ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა და ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, მძიმე საარტილერიო დაბომბვის გამო, ვერ მოხერხდა ხალხის გადარჩენა დამწვარი ნანგრევებიდან“, – განაცხადა არტემ ლისოჰორმა, ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მეტი...

ვაგნერის ყოფილი მეთაურები, აღიარებენ უკრაინაში ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას

ორი რუსი სამხედრო, რომლებიც აცხადებენ, რომ “ვაგნერის” ჯგუფის ყოფილი მეთაურები არიან, ამბობს, რომ უკრაინაში მათ ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. სამხედროებმა ამის შესახებ Gulagu.net-თან , უფლებადამცველ ორგანიზაციასთან ისაუბრეს,  რომელიც რუსეთში რუსეთში კორუფციასა და წამების საქმეებზე მუშაობს. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეო ინტერვიუებში, ყოფილი რუსი მსჯავრდებულები აზამატ ულდაროვი და ალექსეი სავიჩევი – რომლებიც გასულ წელს შეიწყალეს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, Gulagu.net-ის მიხედვით – აღწერენ თავიანთ ქმედებებს უკრაინაში, რუსეთის შემოჭრის დროს. ულდაროვი ყვება როგორ ესროლა და მოკლა ხუთი-ექვსი წლის გოგონა. ,,(ეს იყო) მენეჯმენტის გადაწყვეტილება. მე არ მომცეს უფლება ვინმე ცოცხალი დამეტოვებინა, რადგან ჩემი ბრძანება იყო  მომეკლა…

მეტი...

პუტინი ხერსონში მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა – რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ქალაქ ხერსონის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. მედიის ცნობით, ვიზიტისას პუტინი პუტინი რუსეთის არმიის “დნეპერის” საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურებს ესაუბრა. როგორც მედია წერს, პუტინმა დნეპრის ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში შეხვედრის გახსნისას თქვა: „არ მინდა გადაგაგდოთ თქვენი უშუალო მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ბრძანებასა და კონტროლთან, ამიტომ ჩვენ აქ საქმიანად ვმუშაობთ, მოკლედ, მაგრამ კონკრეტულად. .” „ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მოსმენა, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია, მოგისმინოთ, გავცვალოთ ინფორმაცია“, – განაცხადა პუტინმა. ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ  ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მეთაურებისგან ანგარიშის მიღება იყო.

მეტი...

აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას სუდანში ცეცხლი გაუხსნეს – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას სუდანში ცეცხლი გაუხსნეს. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა. „გუშინ, ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, – განაცხადა ბლინკენმა. ბლინეკმა თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა და თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის შეტაკებები გრძელდება. დაღუპულია სულ მცირე 185 ადამიანი, დაშავებულია 1 800-ზე მეტი.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 183 130 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 183 130 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 183 130; ​ტანკი – 3 661; ჯავშანტექნიკა – 7 098; საარტილერიო სისტემა – 2 810; სარაკეტო სისტემა – 538; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 293; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 353; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 676; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 330.

მეტი...

მკვლელობა კახეთში – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ქალაქ ახმეტაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მეზობელი – 1952 წელს დაბადებულ ლ.ხ.- სანადირო თოფიდან გასროლით, სახის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ. ხ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ…

მეტი...

მსოფლიოში Covid 19-ის ახალი შტამი გავრცელდა

მსოფლიოში Covid19-ის ახალი შტამი – Arcturus გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Arcturus  იგივე XBB.1.16 ომიკრონის ახალი ქვევარიანტია. ახალი შტამი უკვე  20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის აშშ-ში, ყველაზე სწრაფად კი ინდოეთში ვრცელდება, სადაც მხოლოდ ორშაბათს 60 313 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შტამის სიმპტომებია – მაღალი სიცხე, ხველება, ჩაწითლებული თვალები, ვირუსი ასევე იწვევს ქუთუთოების ანთებას, რამაც შეიძლება თვალების სიწითლე და ქავილი გამოიწვიოს.

მეტი...

ახმეტაში, 18 წლის ბიჭმა 71 წლის მეზობელი მოკლა

მკვლელობა ახმეტაში – არსებული ინფორმაციით,  18 წლის კაცმა 71 წლის მეზობელ ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. რა დროსაც სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით, ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო. ქალი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მეტი...

სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ – ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ. მისი თქმით, ელჩს  თავს მის რეზიდენციაში დაესხნენ. „რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ საკუთარ რეზიდენციაში. ეს წარმოადგენს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას. დიპლომატიური დაწესებულებების და პერსონალის უსაფრთხოება არის სუდანის ხელისუფელბის მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – წერს ბორელი. ცნობისთვის, სუდანში რამდენიმე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს.

მეტი...