,,ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია და ეს ყველაფერი რთული საყურებელია”- ხატია დეკანოიძე

,,ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია და ეს ყველაფერი რთული საყურებელია,”-  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც თანაგუნდელი თანაგუნდელს სუს-თან თანამშრომლობას აბრალებს.

„თანაგუნდელების მხრიდან თანაგუნდელზე სუს-თან თანამშრომლობის დაბრალება ძალიან მძიმეა. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია და ეს ყველაფერი რთული საყურებელია. მიუღებელია, როდესაც თანაგუნდელი თანაგუნდელს სუს-თან თანამშრომლობას აბრალებს. ზოგადად, განსხვავებული აზრები უნდა არსებობდეს, თუმცა იმის გამო, რომ პარტიაში სხვადასხვა წარმოდგენები არსებობს, სუს-თან თამამშრომლობაზე ბრალდება ძალიან მძიმეა. ეს ის სკანდალი არაა, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები