,,კეზერაშვილის მხრიდან ეს არის არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა ან გადაფორმება, ეს არის ტელევიზიის გადამალვა”- არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე დავით კეზერაშვილის მიერ “ფორმულას” წილების დათმობას ეხმიანება. მისი შეფასებით, ეს არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა ან გადაფორმება, არამედ ტელევიზიის გადამალვაა.

,,საქართველოს პროკურატურის და შემდეგ უკვე BBC-ის მერე ჩატარებული საერთაშორისო გამოძიების შემდეგ კეზერაშვილის მხრიდან ეს არის არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა ან გადაფორმება, ეს არის ტელევიზიის გადამალვა. ის ახლა ცდილობს, რომ შეუქმნას მინიმალური კომფორტი საკუთარ ტელევიზიას, რომ მათ გააგრძელონ საქმის კეთება, რომელშიც იხდიდა დავით კეზერაშვილი ფულს“, – გამაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

,,უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე”- დავით კეზერაშვილი

მსგავსი თემები