მკვლელობა ცხინვალში – დაკავებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში 38 წლის კაცის მკვლელობისთვის გეორგი სიუკაევი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekho Kavkaza ავრცელებს.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევი ცხელ კვალზე დააკავეს.

სიუკაევის მიერ დაჭრილი მამაკაცი დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც გამოცემა მედიაზე და Telegram არხებზე დაყრდნობით წერს, სიუკაევი “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა.

მსგავსი თემები