,,პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია”- მიხაილო პოდოლიაკი

,,პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ”ტვიტერზე” წერს.

პოდოლიაკი ეხმიანება კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა.

,,პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია. მსოფლიო მის განცხადებას ერთი წლის წინ ელოდა, ახლა არა. ასეთი პოლიტიკური აქტორი არ არსებობს. ეს მასობრივი მკვლელობების ავტორის მხოლოდ “სპეციალური ტურია” ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა ბოლოჯერ დატკბეს მისი მინიონების დანაშაულებით,”- წერს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები