,,არ მინახავს მელია ატირებული, რა გავაკეთო“- ლევან ხაბეიშვილი

„ვიღაცებს რომ ტკივილები აქვთ არჩევნების წაგების გამო, მათი პრობლემაა, ამ საკითხზე მათ ნაცვლად ვერ ვიტირებ“, — ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე  გულისხმობს თუ არა ნიკა მელიას, ხაბეიშვილმა უპასუხა:  „თქვენ უკეთ იცით, ვინ ტირის. არ მინახავს მელია ატირებული, რა გავაკეთო“.

„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ კაბინეტებში გადაწყვეტილებები ვეღარ და აღარ მიიღება. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ 63 მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩატარებაზე, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამას არ მიიღებს არც ხაბეიშვილი, არც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ან პარტიული თანამდებობის პირი, ამას მიიღებს ამომრჩეველი. ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს და ვისი წარდგენილიც არ უნდა იყოს, თუ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მას შეუძლია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ხაბეიშვილის ან მელიას მხარდაჭერა კი არა, მიიღოს ამომრჩევლის მხარდაჭერა. ეს არის მნიშვნელოვანი. ვიღაცებს რომ ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ არჩევნების წაგების გამო, ეს მათი პრობლემაა. მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ამ საკითხზე ვერ ვიტირებ. ბიძინა ივანიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად ჩემი სამიზნე. მთელი წლები შევალიე ოლიგარქებთან და კორუფციასთან ბრძოლას“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, გულისხმობს თუ არა ნიკა მელიას.

 

 

მსგავსი თემები