შვედეთი სქესის შეცვლას ამარტივებს

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გაუმარტივებს ადამიანებს კანონიერი სქესის შეცვლას. კერძოდ, სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შვედეთში სქესის შეცვლა 1972 წლიდან არის ნებადართული, თუმცა, ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საჭირო იყო გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმა ექიმის მხრიდან.

ახალი კანონით, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, საკმარისი იქნება უფრო ხანმოკლე კონსულტაცია ექიმთან ან ფსიქოლოგთან და ასევე ნებართვის მიღება ჯანდაცვის ეროვნული ბორდისგან.

ახალი კანონი ასევე განაცალკევებს კანონიერი სქესის შეცვლასა და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ ხანგრძლივი შეფასება დასჭირდება.

კანონის მომხრეები ამბობდნენ, რომ არსებული კანონის მოდერნიზაცია დაუახლოებს შვედეთს მის სკანდინავიელ მეზობლებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს, სადაც უკვე არსებობს ადამიანების მიერ საკუთარი კანონიერი სქესის განსაზღვრის სისტემები.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, შვედების 59% ამ წინადადებას ცუდს ან ძალიან ცუდს უწოდებს, ხოლო 22% ინიციატივას დადებითად აფასებს.

მსგავსი თემები