რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ტერორიზმის ბრალდებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.

დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა. იგი შეიცავს ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გაძლიერებას ტერორისტული ხასიათის დანაშაულებებზე და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისთვის.

ამრიგად, ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.(ამჟამად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ხოლო “ტერორისტული აქტის“ ბრალდების მუხლი 15-დან  20 წლამდე გაიზარდა.

ასევე, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი 284.3. (“დახმარების უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებაში, რომლებშიც რუსეთის ფედერაცია არ მონაწილეობს, ან უცხო სახელმწიფო ორგანოები”). ის ითვალისწინებს ჯარიმას 300 ათასიდან 1 მილიონ რუბლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე.

 

მსგავსი თემები