პარლამენტში საკითხი ჩავარდა, ოპოზიციის ინიციატივა ვერ გავიდა

სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაციის გავლაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრისთვის საჭირო ქვორუმი ვერ შეგროვდა და საკითხი ავტომატურად ჩავარდა.

რეგისტრაცია სულ  პარლამენტის 51-მა ოპოზიციონერმა წევრმა გაიარა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. როგორც  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობაში მიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე.

შეგახსენებთ რომ ოპოზიცია ითხოვდა სასამართლოში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტების გაოსაძიებლად საპარლამენტო კომისია შექმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

მსგავსი თემები