„მთელი დღეა გისმენთ და ვერ მივხვდი, არგუმენტი ვერ გავიგე, გინდათ, მორიგი შოუ დადგათ“- ზარქუა სამნიძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა საპარლამენტო ოპოიციას შოუების მოწყობაში ამხელს და აცხადებს, რომ მათი საპარლამენტო საქმიანობა მხოლოდ შოუა.

როგორც ირაკლი ზარქუამ ხათუნა სამნიძეს მიმართა,   საგამოიებო კომისიის შექმნა კი არ უნდა მოეთხოვათ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უნდა დაებარებინათ პარლამენტში.

„ქალბატონო ხათუნა, მთელი დღეა გისმენთ და ვერ მივხვდი, არგუმენტი ვერ გავიგე, რატომ გინდათ კომისიის შექმნა. ერთადერთი, რასაც ლოგიკურად ვხვდები ისაა, რომ ჩავარდნილი აქციების შემდეგ, ბოლო 9 აპრილის აქციისთვის, რომ მთელი თვე ემზადებოდით რადიკალური ოპოზიცია და შემდეგ მარტო ჩემს ხაბეზე გადატეხეთ, ეგ იყო ავტორიო, თორემ ჩვენ რა შუაში ვართო და გაემიჯნეთ…. თუ რეალურად საქმე გაინტერესებდათ თქვენ და დანარჩენ რადიკალებს, შეგეძლოთ ქალბატონი ელჩი დაგებარებინათ და გეკითხათ, ქალბატონო ელჩო, კონკრეტული არგუმენტები მოგვეცით, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს შემდეგ მუშაობა“ – აღნიშნა ზარქუამ.

მისივე შეფასებით, უმჯობესია, ადეიშვილის დროინდელი საქმეების შესწავლა მოითხოვონ.

„თქვენ გინდათ, უბრალოდ მორიგი შოუ დადგათ, რომ ამ რადიკალურმა ოპოზიციამ ცოტა სახე შეინარჩუნოთ, მოსახლეობას დაანახოთ, რომ თითქოს მუშაობთ. ქალბატონო ხათუნა კითხვა მაქვს პირადად თქვენთან, გეგმავთ თუ არა, რომ შეისწავლოთ ადეიშვილის დროინდელი სასამართლო სისტემა და თქვათ, რომ მაშინ ტირანია იყო სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იქიდან უნდა დავიწყოთ შესწავლა?“, – აღნიშნა ზარქუამ.

მსგავსი თემები