,,სხვა მოსამართლეებიც გამოიკვეთებიან, ვისაც ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა ან ზეწოლას ახორციელებდა”- ლევან ხაბეიშვილი

„დარწმუნებული ვარ, გამოიკვეთებიან სხვა მოსამართლეებიც, ვისაც შემდეგ ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა ან ზეწოლას ახორციელებდა. ამიტომ, ამ ადამიანების მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია  – სასამართლო.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩამოთვალა ოთხი სახელი და გვარი და დაასანქცირა: ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე და განმარტა, რომ საუბარია ღამის ზარებზე, კორუფციაზე, აღებ-მიცემობაზე,  შანტაჟსა და მუქარაზე. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად არ თქვა ის, რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთმანეთს ურეკავენ და ერთმანეთზე ახორციელებენ ზეწოლას, ანუ არსებობენ გარეშე პირები, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მაგალითად, პროკურორი შოთაძე ან „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ან  გრიგოლ ლილუაშვილი, ვისაც შეუძლია ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეებზე. ანუ ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს ან ერთმანეთს ურეკავს, რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერიონ,  არამედ მათ თქვეს, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები