ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა. ზელენსკიმ შეხვედრა გამართა უკრაინის უსაფრთხოების ვითარებაზე.

“ლვოვში ვიზიტი ყველაზე მნიშვნელოვანი რამით დავიწყე – პატივი მივაგე უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას”,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.

კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს ბელარუსის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება.

“ჩვენ გვესმის, რომ ძლიერი განცხადებების გარდა, ჩვენ სხვა რაიმე ძლიერს ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როგორც საზღვარზე, ისე რეგიონში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები