,,ვითარება გართულებულია…ყველგან მშვიდობიანი ცხოვრება არ აღდგა”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ვითარება “რთულია”.

მისი თქმით, რუსეთს აქვს ყველა რესურსი, რაც საჭიროა უკრაინის ოთხ რეგიონში ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

“ახალ სუბიექტებში ვითარება გართულებულია, ზოგიერთ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გრძელდება, ყველგან მშვიდობიანი ცხოვრება არ აღდგა და ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს”, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა მინისტრთა კაბინეტს “ახალი რეგიონების განვითარების პროგრამის” დეტალების მაქსიმალურად კოორდინირებულად შემუშავება დაავალა.

მსგავსი თემები