,,უკვე დაიდო ისეთი დიაგნოზები, რომელიც ათავისუფლებას ადამიანს ყველაფრისგან”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპერტების მიერ დასახელებული აქვთ დიაგნოზები, რაც პატიმრის გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს. მისივე თქმით, სასამართლო პროცესები ყოველდღე უნდა გაიმართოს.

,,ჯანმრთელი ადამიანი ჩამოვიდა აქ. (პროცესები ყოველდღიურად) უნდა გაიმართოს, და საერთოდ, უკვე უნდა დამთავრებული იყოს, იმიტომ, რომ უკვე დაიდო ისეთი დიაგნოზები, რამდენიმე დიაგნოზია, რომელიც პირდაპირ ათავისუფლებას ადამიანს ყველაფრისგან. თქვა რომ ეს არის კახექსია, მალაბსორცია, ეს ყველაფერი არის მიზეზი, რომ საერთოდ გაათავისუფლონ ადამიანი, მანამდეც, დემენცია ახსენეს, მოწამლულია ადამიანი, სხვა რაღა უნდა ითქვას კიდევ, მე არ ვიცი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები