არსებობს, ეჭვი რომ ჩინეთი „კორონავირუსოთ“ ინფიცირებულებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მალავს

ჩინეთში, დღემდე ისევ პანდემიური რეგულაციები მოქმედებს, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობამ საპროტესტო გამოსვლა არაერთხელ მოაწყო. როგორც „კორონავირუსის“ პანდემიის დაწყებისას, დღესაც არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთი ოფიციალურ ინფორმაციას მალავს და არ აცხადებს როგორცი ინფიცირების მაჩვენებელი და გარდაცვალება.

აღნიშნულ თემაზე ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველომ ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებზე კონტროლი უნდა გააძლიეროს.

„ცალკე თემაა COVID-ის გავრცელება ჩინეთში. ეს ქვეყანა ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, მაგრამ სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროების მიხედვით ჩინეთში ყოველდღიურად ფიქსირდება რამოდენიმე ათეული მილიონი COVID ახალი შემთხვევა და დაახლოებით 9000 COVID გარდაცვალება! ჯანმო-მ უკვე მიმართა ჩინეთს თხოვნით, რომ რეგულარულად გამოაქვეყნონ ზუსტი რიცხვები, რათა შესაძლებელი იყოს რისკების შეფასება და მათზე რეაგირება. ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნება საქართველომ გააძლიეროს COVID კონტროლი საზღვარზე (COVID-ზე ტესტის შედეგის მოთხოვნა და სხვ.) ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები