,,სააკაშვილს აქვს საფუძველი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ვგულისხმობ კახექსიას“- სტიუარტ ფინკელი

სტიუარტ ფინკელის განცხადებით, კახექსია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია. ამის შესახებ ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

„დიაგნოზებს შორის არის – ჰიატუსის თიაქარი, ეროზიული გასტრიტი. პირველი, რაც ვნახე გამოკვლევები, გამოვიტანე დასკვნა, რომ ჰიატუსის თიაქარს აქვს ადგილი. ამის გარდა, ეროზიული გასტრიტი აღმოჩნდა. 13 მარტს ჩატარებული მანიპულაციის დროს, რაც მე შევისწავლე, კუჭზე ბიოფსია არ გაკეთებულა. ჩემი აზრით, ეს არის მზრუნველობის სტანდარტებიდან გადახვევა, რაც საჭირო იყო ამ ტიპის ვითარებისთვის. რაც შეეხება ანორექსიას და ქრონიკულ გულისრევას, ეს არის კლინიკური დიაგნოზები, რაც კლასიკური სიმპტომებია. ხელთ მაქვს დოკუმენტი 01-55, რომელიც ეხება სერიოზულ და განუკურნებელ დაავადებებს, რაცაა საფუძველი მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის. სააკაშვილს აქვს საფუძველი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ვგულისხმობ კახექსიას“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

მსგავსი თემები