,,მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს”- პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და დღევანდელი სასამართლო პროცესიც ამის ნაწილია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადარჩება, თუ საერთაშორისო სანქციები გახდება რეალური, მათ შორის იქნება „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი სია და თუ ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში.

„ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, დღეს ვიტყოდი, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს, მაგრამ ამას ვერ ვამბობ, რადგან სასამართლო არ გვაქვს. ყველანაირი მტკიცებულება აქვს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს, რომ დარბაზიდან დღესვე მიეცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის, მაგრამ ამას არ გააკეთებენ. არ გააკეთებენ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანი პოლიტიკური სცენიდან გაიყვანოს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და ამ სპეცოპერაციას ვუყურებთ ჩვენ დღეს. ეს სასამართლო ამ სპეცოპერაციის ნაწილია. ის ერთ შემთხვევაში გადარჩება, თუ საერთაშორისო სანქციები გახდება რეალური, მათ შორის „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი სია და თუ ბევრი ხალხი გამოვალთ ქუჩაში. მინდა მოქალაქეებს მივმართო, აქ არ წყდება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, აქ წყდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის საკითხიც, რადგან ევროპაში არ მიიღებენ ქვეყანას, სადაც ვიღაცის პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ყოფილ პრეზიდენტს კლავენ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები