,,73 კილო იყო ამ დილით” – შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წონა 73 კილოგრამია. ამის შესახებ ადვოკატმა  თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელ გასტროენტეროლოგს მესამე პრეზიდენტის წონა აინტერესებდა და დღეს დილით ეს მაჩვენებელი სწორედ 73 კგ-ს შეადგენდა.

ცნობისთვის, სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობაზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

მსგავსი თემები