უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე რუსული ჯარები მის ტერიტორიაზე იმყოფებიან – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე რუსული ჯარები მის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„არა, ეს შეუძლებელია. მაგრამ, მთელი იდეა უკრაინისთვის ისაა, რომ ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული, სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისუფალი გამოვიდეს და ეს არჩევანი თავად გააკეთოს. ვფიქრობ, რომ უკრაინა იბრძვის, რათა ეს მოხდეს. ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ უკრაინას შვიდი პირობა განუსაზღვრა, რომელიც მან ევროკავშირის წევრობის გზაზე უნდა შეასრულოს.

მსგავსი თემები