რუსეთიდან შემოტანილი 42 ტონაზე მეტი მავნე კარტოფილი უკან დააბრუნეს

42 250 ტონა კარტოფილი, რომელიც საქართველოს საზღვარზე რუსეთიდან შემოჰქონდათ, ქვეყანაში არ შემოატანინეს და უკან დააბრუნეს. პროდუქცია ყაზბეგის გამშვები პუნქტიდან არ გამოატარეს.

„საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოტანილი 42 250 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“- აცხადებენ  შესახებ შემოსავლების სამსახურში.

უკან დააბრუნეს ხის მასალაც, რომელიც არსებულ სტანდარტებთან შეუსაბამო იყო.

ფიტოსანიტრების მიერ შეჩერებულ იქნა 69 867 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა. აღნიშნული მცენარეული წარმოშობის ტვირთი არ შეესაბამებოდა ფიტოსანიტარიულ ნორმებს. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები