“ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი  მიხაილო პოდოლიაკი „ქართული ოცნების“ მთავრობის არჩევას ქართველი ხალხის უდიდეს შეცდომად მიიჩნევს.  როგორც  პოდოლიაკი აცხადებს, ეს არის „ივანიშვილის სახელობის მთავრობა“.

„საკმაოდ მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსადმი. არის ქართველი ხალხი, თუმცა, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია. ბატონი ივანიშვილის სახელობის მთავრობა, რომელიც სრულიად ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას უყურებს და მისგან ელის რაღაც ენერგეტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას, ანუ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას”, – აცხადებს პოდოლიაკი.

მისივე შეფასებით,  საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან.

„ეს უცნაურად იქნება ჩაწერილი ისტორიაში, რომ საქართველოს 2022-2023 წლების მთავრობა, რომელიც 2008-ში რუსული შოვინისტური ელიტის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა, აგრძელებს უკრაინისადმი, რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონიზმისგან ევროპის გათავისუფლების პროცესისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებას. დაე, ქართველებმა მერე ამით იცხოვრონ”, – აცხადებს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები