ფოტოების გადაღებისას ფოთის მერიის თანამშრომელი დაშავდა – ის კლინიკაშია მოთავსებული

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი დაშავდა.

მას ხის დიდი ტოტი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ფოტოებს იღებდა. გადაღების დროს, ხე წაიქცა და ქალი ტოტებს შორის მოყვა.

არსებული ინფორმაციით, მას ხელი აქვს მოტეხილი და მენჯ-ბარძაყის ძვალი აქვს დაზიანებული, სავარაუდოდ, მოტეხილი. დაშავებული ფოთის საავადმყოფოშია მოთავსებული.

მსგავსი თემები