რუსეთი და უკრაინა 40 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ გააკეთა, რომელიც უკრაინელ კოლეგას თურქეთში შეხვდა.
Reuters-ის ინფორმაციით, პირველი მოლაპარაკება ორ მხარეს შორის დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რასაც მოგვიანებით მეორე რაუნდიც მოჰყვა.
„განვიხილეთ ორი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემების და საკითხების ფართო სპექტრი“, – წერს უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი.