,,ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება”- ”ხალხის ძალა”

,,კასიანოვმა უკვე კონკრეტული ბრალდება გაახმოვანა აშშ-ის მიმართ, ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება,”-  ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს. „საზოგადოება საქმის კურსში გვინდა ჩავაყენოთ ომის პარტიის გლობალურ და ახალი მასშტაბის კოორდინაციაზე: მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით, კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ. მაგალითისთვის მხოლოდ გუშინ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც გამოდგება: Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ…

მეტი...

,,ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ…მირტყეს, ასფალტსა და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს”- მიხეილ სააკაშვილი

მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გლობალურ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში აქტიურად ჩაერთონ, ვინაიდან ეს არ არის პარტიული საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული. „გუშინდელი სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ: 1. სამინისტრო არ ენდობა არცერთი მისი შერჩეული ექიმის დასკვნას. 2. ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ. 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა. ჩემი აზრით, ოთხი წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე – სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტსა და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს…

მეტი...

პარიზში, სადგურზე მამაკაცმა დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა

პარიზში, ჩრდილოეთ სადგურზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა გასროლით გაანეიტრალეს. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მატარებლების მიმოსვლა შეფერხდა.

მეტი...

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით მიიღება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/75755?active=1 „კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლეობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი…

მეტი...

,,არ იქნება მესამე მსოფლიო ომი, ეს არ არის ტრილოგია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,არ იქნება მესამე მსოფლიო ომი, ეს არ არის ტრილოგია” – ამ სიტყვებით ოქროს გლობუსის დაჯილდოების მაყურებელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას თავის მიწაზე. ,,მეორე მსოფლიო ომი ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ ტალღა შემობრუნდა, ყველამ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. წინ ჯერ კიდევ იყო ბრძოლები და ცრემლი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოქროს გლობუსის დაჯილდოება 1943 წლის საუკეთესო შემსრულებლების პატივსაცემად… ახლა 2023 წელია, ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია იცვლება. და უკვე გასაგებია ვინ გაიმარჯვებს. წინ ჯერ კიდევ ბრძოლები და ცრემლებია, მაგრამ ახლა მე ნამდვილად შემიძლია…

მეტი...

,,მამაკაცი ნამდვილად აეკიდა ბავშვს!…ყველაფერი წამებში მოხდა”- სოციალური ქსელის მომხმარებელი მშობლებს მიმართავს

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ლიპარტელიანი „ფეისბუქზე“ წერს, რომ მის შვილს ორი კაცი აეკიდა. ახალგაზრდა ქალი მშობლებს მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „მეგობრებო, მშობლებო, იყავით ფრთხილად! გუშინ ანდრია ორმა უცხო მამაკაცმა, 10-15 წუთის ინტერვალში, სხვადასხვა ადგილას ისე შეაშინა და დასტრესა , დღეს წრეზე აღარ წავიდა. 2 ინციდენტი 10-15 წუთის განმავლობაში. 1) გამოვიდა ცეკვიდან, პუშკინის სკვერთან არსებულ გაჩერებაზე იდგა, როცა მამაკაცი მიუახლოვდა და ეკითხება შაურმა სად იყიდებაო, წამოდი ერთად ვჭამოთო, რამდენიმეჯერ იუარა ბავშვმა, დედას ველოდები უნდა მოვიდესო ის კი კვლავ სთავაზობდა გაყოლას. 2) პუშკინის გაჩერებიდან ვორონცოვის მოედნის გაჩერებაზე მივიდა (ავტობუსით), იქ გადაჯდა თუ…

მეტი...

უამინდობა საქართველოში – საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-153) ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

კიევში დარწმუნებული არიან, რომ ბერლინისგან ტანკ „ლეოპარდებს” მიიღებენ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კიევში დარწმუნებული არიან, რომ ბერლინისგან ტანკ „ლეოპარდებს” აუცილებლად მიიღებენ. „მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ბოლო 11 თვის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რაც ეხებოდა უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას. ანალენამ დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებების დამტკიცებაში და მისი მადლობელი ვარ. დარჩა ბოლო დიდი გადაწყვეტილება – უკრაინისთვის ტანკების მიწოდება”, – განაცხადა კულებამ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ომი უკრაინაში მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა რუსი ჯარისკაცი დატოვებს უკრაინას და შეწყდება სარაკეტო დარტყმები. „ეს ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება, დასრულდეს, როდესაც რუსი ჯარისკაცები სრულად დატოვებენ უკრაინას, როდესაც აღარ იქნება…

მეტი...

ნისლი, ქარბუქი, თოვლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 12 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ). “საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. 11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს…

მეტი...

სამტრედიის ცენტრში, ქარმა ნაძვის ხე წააქცია

სამტრედიის ცენტრში, მერიის შენობის წინ, ქარმა ნაძვის ხე წააქცია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე შესაბამისი სანსახურები მუშაობდნენ. ცნობისთვის, იმერეთში ძლიერი ქარია. სინიპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 50 მეტრ/წამს აღწევს. ფოტო: დათო ცხვარაძე.

მეტი...

უკრაინის ქალაქ სოლედარში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, ვითარება კრიტიკულია – ”სიენენი”

სოლედარში სიტუაცია კრიტიკულია და შენობებზე კონტროლი ხელიდან ხელში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ სოლედარში მყოფ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი წერს, რომ ქალაქი ~ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს, თუმცა მისივე თქმით, რომ ბრძოლები გრძელდება. ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, თუმცა ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცა, ამასთან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ. სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, სოლედარის დაკარგვის შემთხვევაში, უკრაინელებს შესაძლოა, გაუჭირდეთ ქალაქ ბახმუტის დაცვა, რომელსაც რუსები უკვე რამდენიმე თვეა, უტევენ.

მეტი...

რა ხდებოდა აეროპორტის გზაზე გამთენიისას?

უხვმა ნალექმა და თოვლმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით აეროპორტის მიმართულებით. მოყინულ გზაზე ავტომობილებს სიარული უჭირდათ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ზოგიერთი ავტომობილი ადგილზე რჩებოდა, რის გამოც გზებიც ჩაიხერგა. როგორც აეროპორტიდან მომავალი მგზავრები აღნიშნავდნენ ქალაქამდე მოსასვლელად ორი საათი დასჭირდათ. ,,ამგვარ ექსტრემალურად და საშიშ ვითარებაში პირველად მოვყევი, როცა საფრთხე დიდია და ვერაფერს შვები. ვხედავდი როგორ მოსრიალებდნენ მანქანები ჩემი მანქანის მიმართულებით ან როგორ მივსრიალებდი მე და ვერაფერს ვახერხებდი. არც მუხრუჭი მუშაობდა და სრული უკონტროლობა. უამრავი მანქანა ჩაიხერგა. აჩერებდნენ და იქვე ტოვებდნენ,”- აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი ”მედიაცენტრ მთავართან”. რა ხდებოდა აეროპორტის გზაზე გამთენიისას? – YouTube

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს პირბადის კვლავ ტარებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს პირბადის კვლავ ტარებისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზი „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეა. „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნული რეკომენდაციის მიღება „ომიკრონის” ქვეტიპის XBB.1.5-ის აშშ-ში სწრაფად გავრცელების გამო გახდა საჭირო. ექსპერტების ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი მცირე რაოდენობით, მაგრამ სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში  აცხადებენ, რომ ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ მტკიცებულებები და ამის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება მგზავრებისთვის გაფრენამდე ტესტების ჩატარების შესახებ. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 10 იანვარს გასცა პირბადის ტარებისა და ტესტირების რეკომენდაცია  ევროპასა და ჩინეთს შორის შესრულებული ავიარეისების მგზავრებისთვის.  

მეტი...

ზელენსკიმ მედვედჩუკს და კიდევ სამ ყოფილ დეპუტატს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ უკრაინელ დეპუტატებს – ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა. ზელენსკის თქმით, მათთვისს მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა. „თუ ხალხის რჩეულები ირჩევენ არა უკრაინელი ხალხის, არამედ უკრაინის მიწაზე მოსული მკვლელების სამსახურში ყოფნას, მაშინ ჩვენი ქმედებებიც შესაბამისი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთი თავის ხალხს არ ითვლის, არ ინდობს ადგილობრივებს და არ ჩერდება არცერთი დანაშაულებრივი ქმედების წინაშე. „დღეს ჩვენი დიპლომატიური მარათონის ახალი ეტაპია – ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ, დონეცკის რაიონში არსებული რთული სიტუაციის შესახებ, მუდმივი რუსული შტურმის შესახებ და იმის შესახებ, რომ რუსეთი თავის ხალხს არ ითვლის, არ ინდობს ადგილობრივებს და არ ჩერდება არცერთი დანაშაულებრივი ქმედების წინაშე. ამას უნდა – და საჭიროა – დავუპირისპიროთ თანამედროვე შეიარაღების ახალი დონე, რომლის მიღებაც უკრაინას…

მეტი...

კალიფორნიაში შტორმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში შტორმს სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა. შტორმი კიდევ მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს. სტიქიას თან ახლავს გადაუღებელი წვიმა და წყალდიდობა. სტიქიური უბედურების ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. სინოპტიკოსები კალიფორნიის შტატის დიდ ნაწილში უხვ ნალექს კვლავაც პროგნოზირებენ, რამაც შესაძლოა, მეწყერი გამოიწვიოს. მოსალოდენელი წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ლოს ანჯელესის შემოგარენში. ჯო ბაიდენმა კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მეტი...