ძლიერი ქარი სამეგრელოში – ქარმა ხეები წააქცია და რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია.

გარდა ამისა, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცაიშსა და ცაცხვში ქარმა კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

მსგავსი თემები