„ქართველი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ის ზამთრის პაუზამდე იყო”- იტალიური მედია

ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშებს. „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი  ცდილობს, კვარაცხელიამ საუკეთესო ფიზიკური ფორმა აღიდგინოს.

გამოცემა Il Mattino წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის პირველ ორ მატჩში საუკეთესოდ ვერ გამოიყურებოდა.

„ქართველი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ის ზამთრის პაუზამდე იყო, მაგრამ აშკარაა ის ფაქტი, რომ სპალეტი არ აპირებს თავის ჯოკერთან განშორებას. ის ამხნევებს მას თბილი სიტყვებით და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავს, სავარაუდოდ, ასე იქნება „იუვენტუსთანაც“. ეს შეიძლება იყოს იდეალური საღამო, რათა დაგვიბრუნდეს „ჯადოქარი“ კვარაცხელია, რომელმაც სერია A-ში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა“, – წერს გამოცემა.

მსგავსი თემები