,,ბენ ჰოჯესი ცდილობს, წვლილი შეიტანოს დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული”- გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძის განცხადებით,  ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ.

მისი თქმით, ბენ ჰოჯესის მიერ გაკეთებული განცხადება სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია.

„რეალურად ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და საკუთარი განცხადებებით ცდილობს, მცირე წვლილი შეიტანოს იმ საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც რამდენიმე თვეა, საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული, რათა ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. რეალურად იკვეთება კავშირები, რაც ამყარებს პოზიციას, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობის კონკრეტული კომპონენტი და ბენ ჰოჯესიც ამ აქტივობებშია ჩართული“, – განაცხადა მიქანაძემ.

https://mcm.ge/173590/

მსგავსი თემები