,,სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს”- ამერიკელი გასტროენტეროლოგი

გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს.

ფინკელის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთა გვერდითი ეფექტი მადის კარგვა და პირღებინება იყო.

„ის იღებდა მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა. მათ იცოდნენ, რომ აძლევდნენ პაციენტს წამლებს, რომელიც იყო წინააღმდეგ ნაჩვენები“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

კითხვაზე განზრახ აძლევდნენ თუ არა მას ამ წამლებს, გასტროენტეროლოგის თქმით, „კი, ეს იცოდნენ, იმიტომ, რომ ჩატარებული იყო ენდოსკოპიები“

მსგავსი თემები