,,ვცდილობ, ჩემი შვილის გადარჩენას, ვინ რა თქვა და რატომ თქვა, ეს მე არ ვიცი”- გიული ალასანია

,,ამაზე ნუ მელაპარაკებით. მე ვცდილობ, ჩემი შვილის გადარჩენას. ვინ რა თქვა და რატომ თქვა, თქვა, თუ არა, ეს მე არ ვიცი,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია სააკაშვილზე საუბრობს.

გიული ალასანია Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ხრისტო გროზევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს თანამშრომლობა შესთავაზა მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით.

„მოვისმინეთ, რომ ადამიანი ჩვენს მხარეს სთავაზობს, ერთად გამოიკვლიონ. თუ არ ჩაერთვებიან, ცალკე გამოიკვლევენ. მეორე, ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ საერთაშორისო კომპანიაც ჩაერთო. ეს ძალიან დამაიმედებელი ფაქტებია. სასამართლოს რაც შეეხება, ვნახოთ“,- განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი თემები