კრიტიკული ტელევიზიების თოქ-შოუების წამყვანებმა პრემიერთან შეხვედრა დროებით დატოვეს

პრემიერ  კობახიძესთან შეხვედრა ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებმა დროებით დატოვეს. მიზეზი კობახიძის ჩვეული პროპაგანდისტული განცხადებები გახდა. თოქშოუების წამყვანებმა კობახიძეს შეახსენეს, რომ ისინი იქ კითხვების დასასმელად მივიდნენ და არა მისი ყოველდღიური განცხადებების მოსასმენად.

,,რუსული კანონის პროპაგანდა არ მჭირდება, მე აქ მოვედი იმისთვის რომ კითხვები დაგისვათ. თუ გინდათ კითხვებზე პასუხი, მოგვისმინეთ. მთავრობის სხდომაზე ისედაც ხომ საუბრობთ ამ ყოველივეს”, – მიმართა მთავრობის მეთაურს ეკა მიშველაძემ.

ამის შემდეგ კი “მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” წარმომადგენლებმა შეხვედრა დროებით, შეკითხვების ეტაპზე გადასვლამდე დატოვეს.

მსგავსი თემები