კენიაში სასწავლო თვითმფრინავი სამგზავროს დაეჯახა – არის მსხვერპლი

კენიაში საფრენოსნო სკოლის კუთვნილი თვითმფრინავი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა და ნაირობის ნაციონალურ პარკში ჩამოვარდა. შედეგად სტუდენტი პილოტი და მისი ტრენერი დაიღუპნენ. მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი ნაირობის ვილსონის აეროპორტში დაეშვა. ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ 39 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წვერი არ დაშავებულა. კენიის სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, ინციდენტი სამშაბათს, ადგილობრივი დროით 10:05 საათზე, მოხდა. ავიაკომპანიის დეპარტამენტმა და პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.

მეტი...

მშიშრები არ უნდა ვიყოთ, დროა უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ – მაკრონი

მშიშრები არ უნდა ვიყოთ, დროა უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრაღაში, ფრანგ ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა. ,,კარგად ვიცით, რომ ომი დაბრუნდა ჩვენს მიწაზე (ევროპაში), რომ ზოგიერთი ძალა, რომელიც შეუჩერებელი გახდა, ყოველდღიურად ზრდის თავდასხმის საფრთხეს. ჩვენ მოგვიწევს ისტორიისა და იმ გამბედაობის დაცვა, რომელიც ამას მოითხოვს“, – აღნიშნა მაკრონმა. ცნობისთვის, ჩეხეთში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მაკრონი შეხვდება ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველსა და პრემიერმინისტრ პეტრ ფიალას.

მეტი...

ჩემი მოწოდებაა, პროგრესირება მოხდეს სანამ ზაფხული დადგება – გერმანიის ელჩი 9 პუნქტზე

,,დეკემბრამდე მცირე დროა დარჩენილი. ჩემი მოწოდებაა, რომ პროგრესირება სწრაფად მოხდეს” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა და ყურადღება ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებაზე გაამახვილა. ,,რაიმეს ადრე გამოქვეყნებას შეიძლება ჰქონდეს როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო შედეგები. მნიშვნელოვანია, რომ იყოს პროგრესი ცხრა პუნქტის მიმართულებით. საქართველომ უკვე მიაღწია გარკვეულ პროგრესს ევროკავშირთან დაახლოებით კუთხით და მე მჯერა, რომ ეს ქვეყანა ასე გააგრძელებს. მინდა გითხრათ, რომ დეკემბრამდე მცირე დროა დარჩენილი, იმიტომ რომ ზაფხულში ევროპარლამენტის არჩევნებია, საქართველოშიც იქნება არჩევნები. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, რომ პროგრესირება სწრაფად მოხდეს, სანამ ზაფხული დადგება,” – ამბობს ფიშერი.

მეტი...

ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, კერძოდ იგი ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა. ბრალდებული ასევე არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას თავად ითვისებდა და განკარგავდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143’-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და…

მეტი...

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ,,მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა,” – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, ამ თანამდებობიდან კობახიძემ 1-ელ მარტს გაათავისუფლა. დღეს დილით კი დააანონსა, რომ ბარნაბიშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა.

მეტი...

ფასებზე საუბარი თქვენი „პიარშიკების“ დაგეგმილი კამპანიაა, თქვენ დარდშიც ყალბები ხართ – გიორგი ცაგარეიშვილი

„2010 წლის ბოლოს საქონლის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონში ცვლილებით ორი სასაკლაო შექმენით. ორივე სასაკლაო შეზრდილი იყო თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ხელოვნური მანიპულაციების მეშვეობით დააწესეთ მონოპოლიური ფასები, ერთ კვირაში 8 ლარით გააძვირეთ ხორცის ფასი. ახლა გამოდიხართ და ფასებს აფრიალებთ. ამ ფასებზე საუბარი თქვენი “პიარშიკების” დაგეგმილი კამპანიაა, ეს ნათელია“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, წარუმaტებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტები ჯანდაცვის სფეროშიც. „რაც შეეხება ჯანდაცვას, თქვენ დროს დააძვრეთ კბილები ადამიანებს და „ღიმილიანი საქართველო“ დატოვეთ ასე გაღიმებული. თქვენ დროს დაიწყო 100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ჩამოგეშალათ…

მეტი...

პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული თავმჯდომარის მოადგილე. მან პარლამენტს სხვა მოტივირებული შენიშვნებიც გაუგზავნა. ,,საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს,…

მეტი...

რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ წინასაარჩევნოდ საზოგადოების მოსყიდვაში რომ არ ჩაითვალოს? – კახა კალაძე

წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება მიმდინარე პროექტები, რაც ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევის საპასუხოდ ხორციელდება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კითხვას, კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დაწყება გათვლილია თუ არა წინასაარჩევნოდ. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარება. „დედაქალაქში უამრავი პროექტი ხორციელდება. ადამიანებს დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლები, მშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადავეცით, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ კეთდება. რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ? არ არის ეს სწორი მიდგომა. გამოწვევებს შესაბამისი პასუხები სჭირდება. მიხარია, რაც მოვისმინე დღევანდელი პრეზენტაციაზე. ამ პროექტების განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ…

მეტი...

ადამიანს აქვს სურვილი, პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას – კახა კალაძე ხაზარაძეზე

„ქვეყანაში და არც ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის ადგილი არ არის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ხაზარაძეც იმავე ქმედებებით გამოირჩევა, როგორითაც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ ცნობილი. „ხაზარაძის კამპანია, მუქარები აბსოლუტურად სამარცხვინო და გაუგებარია. ადამიანი პოლიტიკაში შემოსულია, აქვს სურვილი, რომ პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას. იგივე ხაზია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა წლების განმავლობაში – ანუ ადამიანს თუ აქვს განსხვავებული მოსაზრება, შეხედულება, მას ქვეყანაში არ უნდა ეცხოვრებოდეს. დღეს ჩვენ რომ ვართ ხელისუფლებაში, ხაზარაძისეული პოლიტიკიდან…

მეტი...

,,არ არის ეს ასე მეგობრებო, ყველაფერი არის ისე, როგორც გეუბნებით” – კალაძე კობახიძე- ღარიბაშვილის დაპირისპირებაზე

კახა კალაძე ხელისუფლებაში კლანებს შორის დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები პრემიერმა კობახიძემ არგუმენტირებულად ახსნა. ,,მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ძალიან ვრცელი განმარტებები იქნა გაკეთებული თავად პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან. მცდელობები, რომ რაღაცა, სპეკულაციები თითქოს დაპირისპირებაა, ჩვენ კარგად გვესმის და ვიცით რას ემსახურება ეს მაგრამ, არ არის ეს ასე მეგობრებო, ყველაფერ არის ისე, რასაც ვსაუბრობთ და როგორც გეუბნებით”, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ყოფილ და მოქმედ პრემიერებს – ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის მწვავე დაპირისპირებაზე მას შემდეგ გააქტიურდა საუბარი, რაც კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან მოხსნა, ზურაბ აზარაშვილმა კი საკმაოდ…

მეტი...

ქალებს გვაწუხებს ის, რომ ქალებს გვკლავენ! ამაზე არც ერთი კონკრეტული პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა – ხატია დეკანოიძე

„ქალებს გვაწუხებს ის, რომ ქალებს გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ქალებს კლავენ და ამაზე არც ერთი კონკრეტული ნორმალური პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა ამ ხნის განმავლობაში და პრინციპში, არც ერთი ხელისუფლების პერიოდში“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ხატია დეკანოიძემ. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ფემიციდი სერიოზული გამოწვევაა და ამ პრობლემაზე, სამწუხაროდ, კოლეგა მამაკაცი დეპუტატები ყურადღებას არ ამახვილებენ. „ამ ძალიან მძიმე პრობლემაზე ჩემმა ქალმა კოლეგებმა ისაუბრეს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ მახსენდება უმრავლესობის წევრი არც ერთი კაცი და ასევე, გულისტკივილით უნდა ვთქვა, ძალიან იშვიათად მახსენდება ოპოზიციიდან გამოსული კაცი, რომელიც ისაუბრებდა…

მეტი...

ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული – თამარ კორძაია

„რომელ ჯანსაღ გარემოზე ვლაპარაკობთ და რომელ ახალ პროექტების მიღებაზე, მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა სექსუალური შევიწროვების ფაქტები, რომელიც ქვეყანაში ხდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც აწუხებთ და აუცილებელია ძალისხმევა მათ დასაძლევად იქნეს მიმართული. „სამწუხაროდ, ამ ფონზე, განათლების მინისტრმა ნაცვლად იმისა, რომ სკოლებში აღნიშნულ საკითხებზე მეტი ყურადღება გაამახვილოს, გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ სტუდენტები მოისყიდოს, სამწლიანი საბაკალავრო სწავლების და ერთწლიანი სამაგისტრო სწავლების რეფორმებს გვიანონსებს. ჩვენ ვხედავთ სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი“,…

მეტი...

სხვაობა 2012 წლის სასურსათო კალათსა და 2024 წლის კალათს შორის თითქმის 2.5-ჯერ არის გაზრდილი – ლევან ხაბეიშვილი

პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე არსებულ ფასებზე ისაუბრა და საქართველოში მოქმედი ფასები რეგიონის სხვა ქვეყნების ფასებს შეადარა. „ორი თვეა გეხვეწებით, გთხოვთ რომ ამ საკითხებზე იმსჯელოთ, ამ საკითხებზე იმუშაოთ. ეს საკითხებია ნომერ პირველი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აინტერესებს, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ. ამის გარდა აბსოლუტურად ყველაფერზე საუბრობთ. სხვაობა 2012 წლის სასურსათო კალათსა და 2024 წლის კალათს შორის თითქმის 2.5-ჯერ არის გაზრდილი. წარმოუდგენელია, რომ ეს ჩვენ მოქალაქეებს არ აწუხებდეთ. მერე გაქვთ ხოლმე არგუმენტები – აბა თქვენ დააკლებთ ფასებს? დიახ, აუცილებლად შევცვლით და აუცილებლად დავაკლებთ ფასებს. ჩვენს სამეზობლოში ეს…

მეტი...

რა გინდა პარტიის თავმჯდომარე კაცს კიტრის, პომიდვრის და მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ?! – ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს

„რა ქენი გუდუნა ეს?! რას დაგამსგავსეს ბიჭო?! საკრებულოში გამოგწვრთენით, მერე პარლამენტში გადმოხვედი. შემდეგ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“?! რა გინდა პარტიის თავმჯდომარე კაცს ბაზარზე კიტრის, პომიდვრის და მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ?! – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი ადამიანიც კი არ დარჩა ისეთი, ვისაც ეკონომიკურ საკითხებზე აზრი მოეკითხება. „ბატონ რომან გოცირიძეს მივმართავ, თქვენი ბრალიც არის რომ მიატოვეთ პარტია და ერთი ჭკუათმყოფელი აღარ ჰყავთ, რომ ეკონომიკური ლექცია ჩაუტაროს. 2012 წლის ფასებს ადრის 2020-2024…

მეტი...

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიმართ არსებობს პატიმრების იმედი და მოლოდინი – იაგო ხვიჩია

„ხალხი ელოდება ამნისტიას და ეს იმედი გააჩინა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა მისაღებს ორჯერ აღემატება. ცხადია, რომ ეს ადამიანებში მოლოდინს გამოიწვევდა“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, გუშინ, ბიურომ 2 თვით გადადო პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივა ამნისტიასთან დაკავშირებით, რომლის თანაავტორია და ხელს აწერს საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი. „იმ პირობებში, რომ თავს ვიწონებთ გასულ წელს მიღებული 600 კანონპროექტით, ვერ ვხვდები, რა გახდა ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვა, რომელზეც ოპოზიციის კონსენსუსი არსებობს და კიდევ ორი თვით გადაიდო. მინდა, საზოგადოებამ მოახდინოს თქვენზე ზეწოლა ამ…

მეტი...

მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს – მაია ბითაძე

„დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით და სწორად მოეკიდება ამ კანონპროექტის მთავარ შინაარსს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც იყიდის და შემდგომ ქუჩაში გააგდებს ძაღლს. მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც სასტიკად და არაადამიანურად მოეპყრობა ცხოველს და უკონტროლოდ გაამრავლებს. ეს არის ჩვენი ხალხის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ვფიქრობ, რომ წარმატებით შევასრულებთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მაია ბითაძემ ოპოზიციონერ კოლეგებსა და კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ საკითხად სწორედ ამ მიმართულების…

მეტი...

,,ჩემი 44-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, გათავისუფლების მიზეზი იყო არაპროფესიონალიზმი” – თეა წულუკიანმა მე-16 სასამართლო წააგო

,,ჩემი 44-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, გათავისუფლების მიზეზი იყო არაპროფესიონალიზმი”, – ამბობს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, თემურ შარიქაძე, რომელმაც თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო. ,,გათავისუფლების მიზეზი იყო, ჩემი 44-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა, არაკოლეგიალობა, არავითარი გეგმის და პროგრამების შექმნა და რაც ყველაზე საზიზღარი სიტყვაა – დესტრუქციული ძალები ყოფილან თურმე და ჩვენ ქვეყნის დანგრევას ვაპირებდით. ეს იყო ერთადერთი, რომ თურმე ჩემ დროს იკარგებოდა ექსპონატები და მე ხელს ვაფარებდი ამაზე. მსგავსი არაფერი არ ყოფილა,” – ამბობს მეცნიერი. ცნობისთვის, თემურ შარიქაძე რეგიონული მუზეუმების კოლექციების აღრიცხვა-დაცვის მართვის სექტორს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და სამუზეუმო სისტემაში მუშაობის 44-წლიანი…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს – დაშავდა მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,დაახლოებით 7:00 საათზე რუსეთის არმიამ ხერსონი დაბომბა დროებით დაკავებული მარცხენა სანაპიროდან, შედეგად 76 წლის მამაკაცი დაიჭრა,” – ამბობენ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,  ეპიცენტრი გუდაუთას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ აღურაფსთან იყო. სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

ჩემს მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება – კობახიძე აზარაშვილის გადაყენებაზე

ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მე მივიღე, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ,,ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მათ შორის, იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით. აქედან გამომდინარე იქნა ჩემს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს თავისი რამდენიმე წლიანი საქმიანობით,” – ამბობს კობახიძე. შეგახსენებთ, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1-ელ მარტს, კობახიძესთან საუბრის შემდეგ დატოვა. გუშინ, 4 მარტს კი მან…

მეტი...

მთავრობის სხდომა ინიშნება საჭიროებისამებრ, არ იყო საკითხების მოცულობა – კობახიძე არშემდგარ სხდომაზე

მთავრობის სხდომა არ გაუქმებულა, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, გუშინდელ არშემდგარ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა. ,,მთავრობის სხდომა ინიშნება საჭიროებისამებრ, არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც ითხოვდა მთავრობის სხდომის ჩატარებას”, – ამბობს კობახიძე. ცნობისთვის, გუშინ, მთავრობის სხდომა, რომელიც ყოველ ორშაბათს ტარდება, არ გამართულა.

მეტი...

ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე – კობახიძე საკადრო ცვლილებებზე

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე ყველა თანამდებობაზე შესაბამისი პირები დაინიშნებიან. მან არ დაადასტურა, რომ ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ, სხვა მინისტრების შეცვლაც იგეგმება. ,,რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, რამდენიმე გადაწყვეტილება არის მისაღები, მათ შორის ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ეს ეხება კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლერი ბარნაბიშვილი ინიშნება მაღალ თანამდებობაზე სამინისტროში, შესაბამისი მინისტრი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. რაც შეეხება ახალ მინისტრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე იქნება გაკეთებული ჩემ მიერ განცხადება, ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე”, – თქვა კობახიძემ. მისი თქმით, დღემდე არც პირდაპირ და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა არ შეუთავაზებია.…

მეტი...

როგორ მუშაობს ჩინეთის პარლამენტი – ყოველწლიური სესია დღეს გაიხსნა (ვიდეორეპორტაჟი)

დღეს, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის, იგივე პარლამენტის სესია გაიხსნა. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში წელს პირველი ყოველწლიური სესია განახლდა, რომელსაც პრეზიდენტი და მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო. წელს ეროვნული სახალხო კონგრესის 70-ე წლისთავია.  კონგრესი არის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტი. პირველად ის 1954 წელს შეიკრიბა, სადაც დეპუტატებმა ჩინეთის კონსტიტუცია დაამტკიცეს. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იღებს კანონებს და წყვეტს ძირითად საკითხებს.  სახალხო კონგრესის სისტემა ფუნდამენტური პოლიტიკური სისტემაა ჩინეთში. კონგრესი  დაახლოებით 3000 წევრისგან შედგება და ქალები თითქმის მეოთხედს შეადგენს. ასევე, ყველა ეთნიკურ ჯგუფს ჰყავს თავისი წარმომადგენელი – დეპუტატი ან მოადგილეები. ჩინეთის მთავრობის  მეთაურმა, ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა…

მეტი...

რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია – ირაკლი კობახიძე

რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. „მოსალოდნელი იყო სპეკულაციები, მთავარი არის ერთი რამ: ზოგადად, რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია. ადამიანი არის მიდრეკილი ცდუნებისკენ, და მაქსიმალურად მცირე რომ იყოს ცდუნება და შემცირებული იყოს კორუფციის რისკები, საჭიროა, რომ რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი, მათ შორის პირველ…

მეტი...

რას წერს ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

სოფელ საზანოში გადარჩენილი გოგონა ანა რობაქიძე, რომლის მამა და დაც ტრაგედიას ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ოჯახის წევრებს ემშვიდობება. „ასე გადაწყვიტა სამყარომ, ჩემი მოკვლა”, – წერს ანა რობაქიძე. შეგახსენებთ, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები…

მეტი...

ყირიმის ხიდი 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო

4 მარტის 23:35 საათიდან დაახლოებით დილის 8 საათამდე ყირიმის ხიდი დაკეტილი იყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ,,ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა დროებით იბლოკება. ხიდზე და სადამკვირვებლო ზონაში მყოფებს ვთხოვთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მიჰყვნენ მოძრაობის უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებებს”, – აფრთხილებდნენ მოსახლეობას. ხიდის ჩაკეტვის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქერჩის მცხოვრებლებს ღამით აფეთქებების ხმები ესმოდათ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელების დარტყმის შედეგად რუსული საპატრულო გემი “სერგი კოტოვი” ჩაიძირა. რუსეთის ან უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. შეგახსენებთ, რომ თემურ შარიქაძე რეგიონული მუზეუმების კოლექციების აღრიცხვა-დაცვის…

მეტი...

თეა წულუკიანს სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან თემურ შარიქაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა. გადაწყვეტილება საქმეზე, თემურ შარიქაძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, მოსამართლე ნანა შამათავამ დღეს, 5 მარტს გამოაცხადა. პროფკავშირების ინფორმაციით, ეს უკვე მე-16 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს. ,,სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც თემურ შარიქაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს თემურ შარიქაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 3000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან…

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, 4-ზე დევნა დაიწყო

ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, დაკავებულია 20 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, 2 კი მხილებულია. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. თბილისში დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა ჯ.ბ. ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი ავტომობილის…

მეტი...

500 ლარით დაჯარიმდა კაცი, რომელმაც დედოფლისწყაროს ტყესთან ცეცხლი განზრახ გააჩინა

სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამბობს, რომ ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას. ,,ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად – 500 ლარით დაჯარიმდა”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდნენ. ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში დღეს გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მეტი...

ნიკა მელიამ საკუთარი პარტიის საარჩევნო ნომერი დააანონსა

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე საარჩევნო ნომერი დააანონსა. როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდი არჩევნებზე 4 ნომრით წარდგება. „2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ, მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4. მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – წერს ნიკა მელია.

მეტი...

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქალებისთვის აბორტი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქალებისთვის აბორტი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. კონსტიტუციის ცვლილება საფრანგეთის პარლამენტის ერთობლივ სესიაზე, 780-ით 72-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

მეტი...

პრემიერი საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციას გახსნის

თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას, რომელსაც პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გახსნის. ანგარიშისა და სამომავლო გეგმების დეტალურ პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ,,იმ პირთა ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც ძირს უთხრის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს; საფრთხეს უქმნას მის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; და ხელს უწყობს მისი აქტივების მითვისებას, ისევე როგორც რუსეთის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის ანექსია და ძალის გამოყენება უკრაინაში, კვლავ წარმოადგენს უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს [აშშ-ის] ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ეროვნული საგანგებო რეჟიმი”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განკარგულებაში.

მეტი...

აშშ გააგრძელებს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას

აშშ გააგრძელებს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. ,,ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელის კამპანიის მხარდაჭერას, რათა 7 ოქტომბრის თავდასხმები აღარ განმეორდეს. ჩვენ სამხედრო დახმარება გავუწიეთ ისრაელს, რადგან ეს შეესაბამება ამ მიზანს”, – აღნიშნა მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, “ჰამასის” ხელმძღვანელობა, რომელმაც დაგეგმა და მოაწყო 7 ოქტომბრის თავდასხმა, განაგრძობს ღაზის შიგნით ყოფნას” და “ისინი კვლავ საფრთხეს წარმოადგენენ ისრაელის შიგნით უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის”. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის ლეგიტიმურ სამხედრო კამპანიას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერას”,…

მეტი...