500 ლარით დაჯარიმდა კაცი, რომელმაც დედოფლისწყაროს ტყესთან ცეცხლი განზრახ გააჩინა

სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამბობს, რომ ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას.

,,ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად – 500 ლარით დაჯარიმდა”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები