უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა. „ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

ქურდული გარჩევა ოზურგეთში – დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

ქურდული გარჩევა ოზურგეთში – დაჭრილია ახალაგაზრდა მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, დაშავებული ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულება “მედალფაშია” გადაყვანილი და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.  

მეტი...

ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკაში, 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ირკვევა, რომ დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ქართველი საკუთარ მანქანაში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ინფორმაციაც თავად მომღერალმა გაავრცელა.

მეტი...

„ტერორისტები მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათ საზღვრის გადაკვეთაში უნდა დახმარებოდნენ“ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის ოლქში „კროკუს სიტი ჰოლში“ პარასკევს მომხდარი ტერაქტის შესახებ დღეს გააკეთა განცხადება. მან რუსეთის მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა. მან 24 მარტის გლოვის დღედ გამოაცხადა. პუტინმა მომხდარს სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა და მადლობა გადაუხადა იმათ, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში. პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში ანტიტერორისტული ხასიათის დამატებით ზომებს შემოიღებენ. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი ნაპოვნია და დაკავებულია. პუტინის სიტყვებით, დაკავებამდე ისინი მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას…

მეტი...

ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს ცესკო-ს დისკრედიტება, რაც არ გამოუვათ -ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას ახლა დღის წესრიგში, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტება, რაც არ გამოუვათ, რადგან ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ იცის, რომ ბოლომდე აგებს არჩევნებს, პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. „ერთადერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის შანსი. ასეთ პირობებში, მთელი მათი აქტივობები მიმართულია სწორედ დოსკრედიტაციისკენ. მეტი არაფერი არ აქვთ ხელმოსაჭიდი, შესაბამისად, მაქსიმალურად ეცდებიან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს,…

მეტი...

არჩევნებზე ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას – კობახიძე

სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით “ნაცმოძრაობის” გარდა, სხვა პარტია ბარიერს ვერ გადალახავს. „დღევანდელი მოცემულობა რა არის – „ნაცმოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა, მანამდე 18% ჰქონდა და ახლა 15%-ს ჩამოსცდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ დაახლოებით ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, 7 თვეა დარჩენილი და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

ირაკლი კობახიძე – „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ასე არ არის, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ

ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და „ვეტინგი“ არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2004-2012 წლებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ „ვეტინგი“. „ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ…

მეტი...

ვგმობთ მოსკოვში თავდასხმას, ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს – NATO

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 22 მარტს, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმას გმობს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. ცალსახად ვგმობთ მოსკოვში კონცერტის მაყურებლებზე თავდასხმებს. ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახევს“, – წერს ნატოს პრესსპიკერი, ფარა დახლალა. შეგახსენებთ, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.  

მეტი...

ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ – ირაკლი კობახიძე

გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ამ ინიციატივის მთავარი არსი და მიზანი. „გვინდა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო კანონი, შემდეგ საქართველოს მთავრობის სხდომაზე ამასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ განცხადება. გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ…

მეტი...

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთის მხარეს ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ამჟამად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ“, – აცხადებს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტაჯიკეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შეიძლება ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვიოს. ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. რუსულმა მედიამ…

მეტი...

ძიუდო I ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია

ლაშა შავდათუაშვილი თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ფინალშია. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი ბუტბული ვაზარით დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანს შეხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გალსტიანმა ნახევარფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია. 81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ რეპეჟაში ბრაზილიელ ფალკაოსთან წააგო და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა. შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24…

მეტი...

დაკავებულების ვინაობა ცნობილია (ახალი დეტალები)

ვინ მოაწყო ტერაქტი რუსეთში? – დაკავებულების ვინაობა ცნობილია. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაჯიკეთის ორი მოქალაქის ვინაობას ასახელებს, საუბარია ისმონოვ რივოჯიდინზე და ნასრიდინოვ მაჰმადრასულზე, რომელიც მათი ინფორმაციით, მოსკოვში საცხოვრებლად წინა წლის ნოემბერში ჩამოვიდნენ. ასევე ვრცელდება რუსულ ტელეგრამებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ტერორისტებს მილიონ რუბლზე მეტს დაჰპირდნენ იმისთვის, რათა ტერაქტი მოეწყოთ და ადამიანები დაეხოცათ. რას აკეთებდი კროპუსში? – ჩავცხრილე ხალხი – ფულისთვის სანაცვლოდ? -კი – რამდენი აიღე ? – ნახევარი მილიონი რუბლი – ვინ მოგცა? – ჯერ არ ამიღია ნახევარი მომცეს – როგორ? – ბარათზე ჩამირიცხეს? – იარაღი ვინ მოგაწონა? – თვითონ მათ მომცეს?…

მეტი...

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური: ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის ყველა მონაწილის დაკავების შესახებ შეატყობინა. „ბორტნიკოვმა ამცნო პუტინს 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ოთხი ეჭვმიტანილი ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვრის მახლობლად დააკავეს. მიმდინარეობს მუშაობა მათი თანამზრახველების ვინაობის დასადგენად. მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული…

მეტი...

ინტერპოლი მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპოლის გენერალური მდივანი ირგენ შტოკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მკაცრად ვგმობ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას, რომელიც იყო საშინელი აქტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთის ხელისუფლების გამოძიებას“, – წერს შტოკი. „კროკუს სითი ჰოლში“ ღამით განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ოთხი ტერორისტია. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 ადამიანი. მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და…

მეტი...

რუსეთი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება – მედია

რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. ერთ-ერთ რუსული გამოცემა წერს, რომ კრემლი უკრაინაში მეომარი ჯარის გასაძლიერებლად და, შესაძლოა, ხარკოვისთვის ალყის შემოსარტყმელად, მასობრივი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს. გამოცემის წყაროების თანახმად, ოპერაციის განსახორციელებლად კრემლს 300 000 ადამიანის მობილიზაცია აქვს გამიზნული. რუსეთის პრეზიდენტისა და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირების თქმით, შესაძლოა წვევამდელებს კონტრაქტის დადება და უკრაინაში ომში წასვლა აიძულონ. ომში რეზერვისტები წაიყვანონ ან სათადარიგო ჯარებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მობილიზაცია მოხდეს. კონტრაქტის იძულებით დადების იდეა, გამოცემის წყაროების მიხედვით, უკრაინაში მიმავალი მოხალისეების რაოდენობის შემცირების გამო დაიბადა.

მეტი...

რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქს თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც პოლიციელი და მაშველები დაშავდნენ. დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანები. არსებული ინფორმაციით, შუაღამით, ქალაქზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე 3-სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მაშველები სწორედ მის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც რუსები კვლავ თავს დაესხნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიციაც იყო მობილიზებული.

მეტი...

„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – გამოქვეყნდა გარდაცვლილთა სიებიც

მოსკოვის მახლობლად მდებარე „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა. განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს RF IC. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. “ამ დროისთვის დადგენილია, რომ დაღუპულთა რაოდენობა 93 ადამიანს შეადგენს. დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები და წვის პროდუქტებით მოწამვლა გახდა”, – აცხადებენ დეპარტამენტში. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილთა სიაც გამოაქვეყნა.

მეტი...

„კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს – მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში გააჩერეს. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ექვსი პირი იმყოფებოდა, ოთხმა მათგანმა გაქცევა მოახერხა. ამჟამად ძებნაშია. ნასრიდინოვი მახმადრასულ 37 წლის; ისმონოვი რივოჟიდინი, 51 წლის; საფოლზოდა შოხინჯონი, 21 წლის; ნაზაროვი რუსტამი, 29 წლის. რუსული მედია აცხადებს, რომ დაკავებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

მეტი...

როდესაც ადამიანები უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას და გამოგონილს ეძახის – ბოკუჩავა

“მაშინ, როდესაც ადამიანები გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას და გამოგონილს ეძახის. იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის პარტიამ იზრუნოს ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, ისინი ამ პრობლემების გადაფარვას ცდილობენ პროვოკაციებით.“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ საგაბგებო ბრიფინგზე განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, არაერთი შეტყობინება მიიღო ემიგრანტების მხრიდან, რომლებიც ყვებიან ძალიან მძიმე ისტორიებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წავიდნენ საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო. ოპოზიციონერი ლიდერი პარლამენტში განვითარებულ გუშინდელ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  პროვოკაციებით ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტია ვერც მის წარუმატებლობას ევროპაში და ვერც…

მეტი...

მოსკოვში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – როიტერსი

„როიტერსის“ ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა 22 მარტს მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, „კროკუს სიტი ჰოლში“ თავდასხმაზე, რასაც 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 115. „როიტერსი“ ეყრდნობა „ისლამური სახელმწიფოს“ საიფორმაციო სააგენტო AMAQ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მათი მებრძოლები თავს დაესხნენ მოსკოვის გარეუბანს, „მოკლეს და დაჭრეს ასობით ადამიანი და გაანადგურეს ტერიტორია, სანამ უსაფრთხოდ დაბრუნდებოდნენ თავიანთ ბაზებზე“. „როიტერსის“ ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო სააგენტოს განცხადება მეტ დეტალს არ შეიცავს. „როიტერსის“ ცნობითვე, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელს ეყრდნობა და რომლის ვინაობაც არ სახელდება, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო…

მეტი...

„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის დროს, ჯგუფ „პიკნიკის“ დაკარგულ წევრს ამ დრომდე ეძებენ

ჯერ კიდევ არ არის ინფორმაცია ჯგუფ „პიკნიკის“ წევრის ადგილსამყოფლის შესახებ, რომელიც ადრე „კროკუსში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ გაუჩინარდა. ამის შესახებ მუსიკალური ჯგუფის დირექტორმა იური ჩერნიშევსკიმ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

მეტი...

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბჭოს შემადგენლობის გაფართოება გააუმჯობესებს კოორდინაციას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ყველა აუცილებელი მხარის მონაწილეობას შეუწყობს ხელს. “საბჭომ, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად შეიკრიბა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიმდინარე წელს არსებული პროგრესი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესი განიხილა. საბჭოს წევრებმა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და საინვესტიციო ინიციატივებზეც იმსჯელეს. ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ასევე შეთანხმდა გარკვეული სტრუქტურული…

მეტი...

რუსეთმა, მოსკოვის ტერაქტთან დაკავშირებით, შესაძლოა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვოს

რუსეთმა, მოსკოვის ტერაქტთან დაკავშირებით, შესაძლოა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დანიშნულებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა განაცხადა.

მეტი...

მოსკოვის Crocus City Hall-ში სროლის დროს ქართველი გოგო იმყოფებოდა

სროლა და აფეთქება მოსკოვში – ირკვევა, რომ საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში თავ­დას­ხმის დროს მიმ­დი­ნა­რე კონ­ცერ­ტზე ქარ­თვე­ლი, სო­ფი­კო კვი­რი­კაშ­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ახალგაზრდა ქალი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ინტრნეტ სვრცეში უკვე ვრცელდება ფოტო რომელიც თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. (ინ­ფორ­მა­ცი­ა თავდაპირველად “ინ­სტაგ­რამ­ზე” “ან­დრო თბი­ლი­სე­ლმა” გაავრცელა). “ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, სო­ფი­კო (ღმერ­თს მად­ლო­ბა) არ და­შავ­და! მან გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხა!” – წერს ჟურნალისტი. “ფე­ის­ბუქ­” გვერ­დი მოს­კო­ვი-თბი­ლი­სი კი აღნიშნავს, რომ სო­ფი­კო კვი­რი­კაშ­ვი­ლი სცე­ნი­დან ავა­რი­უ­ლი გა­სას­ვლე­ლით გა­ვე­და და არა დარბაზიდან. მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.…

მეტი...

მოსკოვის რეგიონში მომხდარი თავდასხმა “პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა” – უკრაინის დაზვერვა

მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლა პუტინის რეჟიმის ის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის შესახებაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოითქვა გაფრთხილება, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა. “ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი-რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს“, – განაცხადა ანდრეი იუსოვმა „უკრინფოსთან“ კომენტარში. მარტის დასაწყისში შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების,…

მეტი...

„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ხელისუფლების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და მედიკოსებს მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ვიცე-პრემიერის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პრეზიდენტს ინფორმაციას აწვდიან შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და საგამოძიებო კომიტეტის, ასევე ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელები. მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

მეტი...

ჩინეთი აქცენტს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე აკეთებს – სიმპოზიუმი ჰუნანში

ჩინეთში სიმპოზიუმი „ახალ ეპოქაში ცენტრალური რეგიონის აღმავლობის ხელშეწყობა“ გაიხსნა, რომელსაც პირადად პრეზიდენტი უძღვებოდა.  სიმპოზიუმი ჩანგშა, ჰუნანის პროვინციაში გაიმართა. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ცენტრალურ რეგიონს მნიშვნელოვანი სტატუსი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ქვეყნის ცენტრალური რეგიონი წარმოადგენს მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ბაზას, ენერგორესურსების ბაზას, თანამედროვე აღჭურვილობისა და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმოების ბაზას, ასევე ინტეგრირებულ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კერას, რომელიც აძლიერებს ცენტრალურ რეგიონს და მას  მნიშვნელოვანი სტატუსი მთელი ქვეყნის მასშტაბით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა და ყურადღება გაამახვილა  მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობაზე. პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ წინა მსგავსი სიმპოზიუმიდან 5 წელი გავიდა და  ქვეყნის ცენტრალურმა რეგიონმა ძირითადად მიაღწია…

მეტი...