„ძლიერი ევროპა ჩინეთის გრძელვადიან ინტერესებშია“ – ჩინეთის საგარეო მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ი-ს განცხადებით, ჩინეთის ინტერსებში შედის გრძელვადიანი თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან და ძლიერი ევროპა სწორედ ჩინეთის ინტერესებშია. „ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ქვეყანასთან, რათა შევქმნათ კონსენსუსი კონფლიქტების დასასრულებლად, რომელიც გზას გაუხსნის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ვესწრაფვით მდგრადი მშვიდობისა და საერთო უსაფრთხოების სამყაროსკენ. ჩინეთის, როგორც პარტნიორის, კონკურენტის და სისტემური კონკურენტის ერთდროულად მიწოდება არც რეალობას შეესაბამება და არც სიცოცხლისუნარიანობას. პირიქით, ეს მხოლოდ ყურადღების გაფანტვას იწვევდა და დაბრკოლებებს უქმნიდა ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს. ეს ჰგავს გადასასვლელისკენ მიმავალ გზას და ერთდროულად ჩართული წითელი, ყვითელი და მწვანე შუქი. როგორ შეგიძლიათ მართოთ მანქანა?“ – განაცხადა ვანგ ი-მ საერთაშორისო…

მეტი...

პედოფილიაში მხილებული მამაკაცი, მოზარდს სკოლის ტერიტორიაზეც ავიწროებდა

სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეც გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა. ადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტი სკოლის მიმებარე ტერიტორიაზე ნამდვილად მოხდა, თუმცა ამის შემდეგ მას შემდეგ გაიგეს, რაც მშობელმა პოლიციას მიმართა. მშობელმა თქვა, ოღონდ მეორე დღეს გავიგეთ ამ ფაქტის შესახებ და როგორც გავიეგთ მერე, უკვე პოლიცია საქმის კურსში იყო, ჩვენც მანდატურის სამსახური ჩავაყენეთ საქმის კურსში, სოციალური სამსახური, ფსიქოლოგის დახმარებაც შევთავაზეთ ამ ბავშვს. ყველა ეტალი გავიარეთ ისე, როგორც საჭირო იყო. როგორც ვიცით, ის პიროვნება დაკავებულია, დანარჩენი მეტი არაფერი. გოგონა დადიოდა სკოლაში, მეორე დღესაც იყო სკოლაში და არ გაუცდენია. არავინ არაფერი იცოდა, მშობლისგან გავიგეთ ჩვენ ეს…

მეტი...

„ახალგაზრდების უმრავლესობა თუ მივა არჩევნებზე, „ოცნება“ უმრავალესობით ვერ მოვა“ – ლაზარე გრიგორიადისი

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა თუ მივა საარჩევნოდ ხმის მისაცემად ქართული ოცნების უმრავლესობით მოსვლა შეუძლებელი იქნება. ვფიქრობ, რომ ისინი საერთოდ არ ითვალისწინებენ ხალხის აზრს – თავიანთი პირადი ინტერესებისა თუ მისწრაფებების გამო. რუსებს მათ ჩვენ იმიტომ ვეძახით, რომ ისინი დგამენ არადემოკრატიულ ნაბიჯებს – ისეთს, როგორიც პუტინის რუსეთს ახასიათებს. ბოლოს რაც მახსენდება დინამიკების, სცენისა და კარვების განთავსების აკრძალვა იყო. ასევე მთელი სისტემის გადაფარება ოთარ ფარცხალაძეზე, როდესაც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ის საერთაშორისო სანქციებს აღარ უერთდებოდა წერს მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისი  გამოგზავნილ წერილში.

მეტი...

არასრუწლოვანს, რომელმაც პიტბულს მეტისი დააგლეჯინა, ბრალი წარუდგინეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო არასრულწლოვან მოზარდს ბრალი წარუდგინეს. როგორც გაირკვა, ბიჭმა საკუთარ პიდბულს მეტისი დააგლეჯინა. შემთხვევა მცხეთაში მოხდა. ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელით გავრცელდა, ამის შემდეგ კი ფაქტით პოლიცია დაინტერესდა. ბრალდებული ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია.

მეტი...

უკრაინის დაცვის ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 19 მარტს გაიმართება გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე

უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) მე-20-ე შეხვედრა 19 მარტს გაიმართება, გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე – იუწყება აშშ-ის საჰაერო ძალები 9 მარტს. “აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა… კვლავ მოიწვია თავდაცვის მინისტრები და მსოფლიოს მაღალი რანგის სამხედროები, რათა განიხილონ უკრაინის კრიზისი და უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა გამოწვევა, რომელთა წინაშეც არიან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები” – ვკითხულობთ განცხადებაში. UDCG -ი მოიცავს ნატოს 32 წევრ სახელმწიფოს, ახლა უკვე შვედეთსაც. წინა შეხვედრა 14 თებერვალს გაიმართა და მასზე განიხილეს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო სისტემების და დრონების გაძლიერების საკითხები, იუწყებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

მეტი...

რომის პაპი თვლის, რომ უკრაინას “თეთრი დროშის გამბედაობის” გამოჩენა მართებს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად

რომის პაპი შვეიცარიის მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. ინტერვიუ, რომლიც სრული ვერსიაც 20 მარტს გავა ეთერში, ჩაწერილია 2024 წლის თებერვალში. ჩანაწერის ფრაგმენტებში, რაც საჯარო გახდა, რომის პაპი უკრაინის კონტექსტში პირველად ხმარობს ტერმინებს “თეთრი დროშა” და “დამარცხება”, იმის მიუხედავად რომ მას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე ადრეც გაუკეთებია განცხადება. “თეთრი დროშა” ამ ინტევიუში პირველად ინტერვიუერისგან ისმის პაპისთვის დასმულ კითხვაში. პაპ ფრანცისკეს ინტერვიუერი ეკითხება, თუ სად დგას ის დებატებში, იმ ხალხის მხარეს, ვინც თვლის, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, რადგან ვერ ახერხებს სათანადო წინააღმდეგობის გაწევას…

მეტი...

„26 წლის იყო. ყველა იყო მოსული. მუშაობა არ განუახლებითა, არც არავინ მინახავს“ – თემქის ტრაგედიის დეტალები

მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაიღუპა, საგულისხმოა, რომ შენობაზე სამაშველო ბადეები, რომელიც ადამიანს გამოდვარდნისგან იცავს, არ იყო დამაგრებული. ზღვის უბნის დასახლების მშენებარე კორპუსთან ახლა ყვითელი ლენტებია გავლებული, სამუშაოები კი შეჩერებული. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გუშინ ღამევე გამოკიჰთხეს კომპანია “აიმ გრუპის” წარმოამდგენლები. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გუშინ ღამევე გამოკიჰთხეს კომპანია “აიმ გრუპის” წარმოამდგენლები. ადგილობრივები ყვებიან, რომ ხმაური არ გაუგიათ და მოხმდარის შესახებ მაშინ შეიყვეს, რაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა. ჩვენ გავიგეთ მაშინ, სამაშველო რომ მოვიდა მაშინ. 26 წლის იყო. ყველა იყო მოსული. მუშაობა არ განუახლებითა, არც არავინ…

მეტი...

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ბევრი რამის თქმაა შესაძლებელი ადამიანზე იმის მიხედვით, თუ ვისთან ერთად ატარებს დროს. ტრამპი გუშინ ვიქტორ ორბანს მასპინძლობდა თავის კლუბში. ვიქტორ ორბანი არის ის, ვინც ფიქრობს, რომ დემოკრატია არ მუშაობს. მას ტრამპმა ფანტასტიური ლიდერი უწოდა სერიოზულად. ის ცდილობს მის და სხვა ე.წ. დიქტატორობის მსურველების და ავტორიტარული თაღლითების მოხიბვლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა მას ლამაზი წერილი მისწერა. ის ტრაბახობდა იმით, რომ სი ძინ პინს მეფე უწოდა. მან რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ პუტინს შეუძლია, გაუკეთოს ჩვენს მოკავშირეებს…

მეტი...

ქართული ლეგიონი ორ მებრძოლს გლოვობს

უკრაინაში დაღუპულ ნოდარ ნასიროვს უკრაინაში დაკრძალავენ, გიორგი გოგიაშვილს კი სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოსვენებენ. ორივე მათგანი ქართულ ლეგიონში ირიცხებოდნენ და რუსული აგრესიის წინააღმეგ იბრძოდნენ. უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქართველ მეომრებს საბრძოლო მასალა დანიშნულების ადგილზე გადაჰქონდათ. ამ დროს მანქანა ამოტრიალდა და აფეთქდა. მოხდა უბედური შემთხვევა, ამოტრიალდა მანქანა, იმიტომ, რომ ფრონტის ხაზზე გადაადგილება ხდება ძალიან დიდი სიჩქარით. სალოკაციო სისტემა უნდა გადაეტანათ ჯგუფისთვის და რომ შევიდნენ ზონაში, იქ დიდი სიჩქარით უნდა იარო, რომ გაასწრო დაბომბვას და ამოუტრიალდათ მანქანა. შემიძლია დავახასიათო როგორც ძალიან კარგი მებრძოლები, საუკეთესოები, გიორგის გადმოსვენება მოხდებეა ექსპერტიზის შემდეგ, რაც შეეხება ნოარის, მეუღლე ჰყავს…

მეტი...

რუსთავში მეზობელმა კაცმა 12 წლის გოგო სახლში აიტყუა

სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის მამაკაცია დაკავებული. მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პიროვნებას ხელბორკილები რუსთავში დაადეს. სავარაუდო მსხვერპლი 12 წლის გოგონაა, რომელიც მეზობელმა მამაკაცმა ჯერ სახლში მიიტყუა, პორნოგრაფიული ვიდეო აჩვენა, შემდეგ კი გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა. დადგენილია, რომ ძალადობაშიი მხილებული მამაკაცი გოგონას გამუდმებით ავიწროებდა. ერთ-ერთი ფაქტი სკოლასთან მოხდა, როდესაც მოზარდს ფულის სანაცვლოდ მოძალადე გარყვნილი ქმედების განმეორებას სთავაზობდა. არასრუწლოვანმა მომხდარის შესახებ მშობლებს მოუყვა, რომლებმაც მომხდარი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

მეტი...

„ჩემი ბრალიც არის, რომ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი“ – გახარია

ჩვენ, ყველა უნდა შევთანხმდეთ მოგვწონს ეს, თუ არ მოგვწონს, სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი. სხვა ყველა ინსტიტუტი ფუნქციურად გაუქმებულია, დისფუნქციურია უბრალოდ და ახალა, ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს, მიმდინარე პრემიერს რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რას ფიქრობს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების დაპირისპირებაზე. „სინამდვილეში, რომ გითხრათ არ მაინტერესებს-მეთქი, ცოტა უხეში [ნათქვამი] იქნება. მერწმუნეთ, ამის უკან არანაირი შინაარსი არ არის იმიტომ, რომ მე ამ კაბინეტში მიმუშავია,…

მეტი...

„თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებს მტკიცედ უჭერს მხარს“ – ერდოღანი

თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებს მტკიცედ უჭერს მხარს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „„ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას ვერავინ გვაიძულებს. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ღიად საუბრობს „ჰამასის“ ლიდერებთან და მათ მტკიცედ უჭერს მხარს“, – განაცხადა ერდოღანმა. ცოტა ხნის წინ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სტალინს, ჰიტლერსა და მუსოლინის , შეადარა ღაზაში არსებულ სიტუაციას კი გენოციდი უწოდა.  

მეტი...

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

  თბილისში თემქაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

მეტი...

„დაპირისპირება ჩინეთსა და აშშ-ს შორის, წარმოუდგენელი შედეგია მომტანია“ – ჩინეთის პოზიცია

„ჩინეთი მზადაა იმუშაოს ყველა ქვეყანასთან, რათა ააშენოს ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი სამყარო ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობისთვის. წინ შეიძლება რთული გზა იყოს გასავლელი, თუმცა, მომავალი ნათელია“ – ასეთია ჩინეთის ხედვა ჩინეთ-ამერიკის ურთიერობებთან დაკავშირებთ. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო მედიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო,  ჩინთის პოზიცია უცვლელია. „ჩვენი პოზიცია არის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ შემოთავაზებული სამი პრინციპი – ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მომგებიანი თანამშრომლობა. ისინი წარმოადგენს ჩინეთ-აშშ-ის 50-ზე მეტი წლის გამოცდილებისა და გაკვეთილების განცხადებას. ურთიერთობები და წარმოადგენს დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების სწორ გზას. ეს ორივე…

მეტი...