ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ ახალი განკარგულება გამოსცა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ახლადდანიშნული პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ახალი განკარგულება გადაეგზავნათ, სადაც წერია, რომ ახალი პრემიერი ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფციის წარდგენას ავალებს, როგორი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო და პროექტის ხარჯთაღრიცხვა. ,,დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)/ მის მიმართვაში არსებული ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შპს “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის” (შემდგომში – კლინიკა) პროექტის ალტერნატიული/განახლებული კონცეფცია,” – წერია განკარგულებაში. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება 24 თებერვალს გააუქმა.

მეტი...

ნიკი ჰეილი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა

სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა. ,,ახლა დადგა დრო, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია. მე ვთქვი, რომ მსურდა ამერიკელებს მათი ხმა გაეგოთ. მე ეს გავაკეთე. მე არ ვნანობ. მე ყოველთვის ვიყავი კონსერვატიული რესპუბლიკელი და ყოველთვის მხარს ვუჭერდი რესპუბლიკელ კანდიდატს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც ბევრ სხვაზე, მარგარეტ ტეტჩერმა კარგი რჩევა მოგვცა, როდესაც თქვა: “არასდროს მიჰყვეთ ბრბოს. ყოველთვის გადაწყვიტეთ საკუთარი აზრით… ახლა დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია ხმების მოპოვება – ჩვენს პარტიაში და მის მიღმა, ვინც მას არ დაუჭირა მხარი. და იმედი მაქვს, რომ ის ამას გააკეთებს”,…

მეტი...

გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება

გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის სპიკერი, შტეფენ გებეშირეიტი ავრცელებს. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა ამ საკითხზე ჩეხეთთან მოლაპარაკებებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებს. საუბარია 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალაზე. ,,ამისთვის გამოიყოფა სამნიშნა თანხა მილიონ ევროში, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას მხარი უკვე 15 ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა. ინიციატივა კი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს.

მეტი...

შვედეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი 11 მარტს გახდება

შვედეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი 11 მარტს გახდება. ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორშაბათს ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში ლანჩის დროს შვედეთის დროშა აღიმართება. ბელგიაში მიმდინარე ცერემონიალს დაესწრებიან შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი, ჯარების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ასევე NATO-ს ელჩები. TV4 Nyhettern-ის უცხოურმა კორესპონდენტმა იონა კალგრენმა განაცხადა, რომ “ისტორიულად (როგორც სტოლტენბერგი ხშირად ამბობს) ეს იყო წარმოუდგენლად სწრაფი პროცესი. სხვა ქვეყნებს გაცილებით მეტი ლოდინი მოუწიათ, რომ წევრები გამხდარიყვნენ. ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა ან საქართველო, მხოლოდ ოცნებობენ ისეთ სწრაფ პროცესზე როგორიც შვედეთს ჰქონდა.” ცნობისთვის, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს უნგრეთის…

მეტი...

ამირან გამყრელიძე ყოფილი პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის გეგმებს აკრიტიკებს

ყოფილი პრემიერის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ასევე ყოფილ გეგმებს ამირან გამყრელიძე აკრიტიკებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმები მოუმზადებელი იყო. ,,მივესალმები მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას, რომ შეჩერდა მისი დემონტაჟი და იქნება მეტი კომუნიკაცია როგორც თანამშრომლებთან, ისე სამედიცინო საზოგადოებასთან. რესპუბლიკურის ამ უმნიშვნელოვანესი სამედიცინო დაწესებულების პროექტი არ გვინახავს, ქალბატონო, სურათები იყო რაც მე ვნახე, პროექტი მე არ მინახავს და მხოლოდ ციფრები ნათქვამი, რომ დაჯდება ამდენი. თქვა, რომ 500 საწოლზე ახალ საავადმყოფოზე 400 მილიონი ლარიდან… საუნივერსიტეტო კლინიკების ერთი საწოლის ღირებულება რა არის და ნახავთ თქვენც. ჩემი ქვეყნის შვილი ვარ,…

მეტი...

„ეს ამ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი ნაწილია” – ისლანდიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისგან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შესახებ. „ეს ამ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი ნაწილია და აქ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ; და ეს ყველას სურვილი უნდა იყოს. ჩემს დღევანდელ ვიზიტს შესაძლოა გარკვეულ წილად სიმბოლური დატვირთვა…

მეტი...

რუსეთმა გარი კასპაროვი “ტერორისტებისა და ექსტრემისტების” სიაში შეიყვანა

რუსეთის ფინანსურმა ორგანიზაციამ ჭადრაკის დიდოსტატი და პუტინის ოპონენტი გარი კასპაროვი “ტერორისტებისა და ექსტრემისტების” სიაში შეიყვანა. საბჭოთა წარმოშობის ჭადრაკის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მოწინააღმდეგეა, რის გამოც თითქმის ათი წელია აშშ-ში ცხოვრობს. მის მიმართ ტერორიზმის მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გასული წლის დეკემბერში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი გარი კასპაროვის და “თავისუფალი რუსეთის ფორუმის” თანადამფუძნებლის, ივან ტიუტრინის ქმედებებში “დანაშაულის ნიშნები” აღმოაჩინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან აუქციონი გამართეს.

მეტი...

ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო – ბერძნული მედია

ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა დეტალები უცნობია. საბერძნეთის პრემიერთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თავდასხმას ოდესაში მსხვერპლი მოჰყვა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიში ზელენსკისა და მიცოტაკისის შეხვედრის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი, თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი, თანამდებობას ტოვებს. მის მოვალეობას სახდეპის მდივნის მოადგილე ჯონ ბასი შეასრულებს, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო. ,,ვიქტორია ნულანდმა შემატყობინა, რომ უახლოეს კვირებში პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამ პოსტზე ის პრეზიდენტ ბაიდენის სწრაფვას ახორციელებდა, დააბრუნოს დიპლომატია ჩვენს საგარეო ცენტრში, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის გადამწყვეტ დროში აღადგინოს ამერიკის გლობალუტი ლიდერობა. მისი ძალისხმევა უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ასევე, უკრაინის დასახმარებლად იმ დღის მიღწევაში, როდესაც ის ფეხზე მტკიცედ დგომას შეძლებს დემოკრატიული, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, შეუცვლელი იყო”, – წერია განცხადებაში. ცნობისთვის,…

მეტი...

“ჰამასმა” უპასუხა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და საკუთარი პირობები დაასახელა

“ჰამასმა” სამშაბათს განაცხადა, რომ არ შეიძლება მოხდეს “ტყვეთა გაცვლა” ცეცხლის მუდმივ შეწყვეტამდე და ისრაელის ღაზიდან სრულ გასვლამდე. ,,ჩვენი ხალხის უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული, გარდა მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის, აგრესიის დასრულების, ისრაელის გაყვანის გზით ღაზას ყველა სანტიმეტრიდან… ჩვენი ხალხისთვის დახმარების შემოსვლა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია”, – თქვა “ჰამასის” უმაღლესმა ლიდერმა ოსამა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაცვლა ვერ დასრულდება, სანამ ეს ყველაფერი არ იქნება შესრულებული. ჰამდანმა ასევე დაადანაშაულა ისრაელი შეთანხმების მიღწევის შეფერხებაში და გააფრთხილა, რომ მოლაპარაკებები არ იქნებოდა “გახსნილი”, რადგან ისრაელი აგრძელებს შეტევას ღაზაში. ,,ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი პირობები ცეცხლის შეწყვეტისთვის: სექტორიდან…

მეტი...

სალერნოში საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს

იტალიაში, სალერნოში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს. მკვლელობა 2 მარტს, პირადი უთანხმოების ფონზე დაწყებულ კამათს მოჰყვა. სალერნოში მოკლული 49 წლის ქართველის მკვლელობისთვის დაკავების ორდერი პროკურატურამ გასცა. გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა რამდენიმე თვითმხილველი, რომელთა თანახმადაც, დაკავებულმა მსხვერპლი სასტიკად სცემა. ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება პოლიციის გამოძიების საფუძველზე მოხდა.

მეტი...

ჩინეთის მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2024 წლის პრიორიტეტბზე საუბრობს

ჩინეთის პემიერ-მინისტრმა ლი ქუანგმა, ჩინეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სათავრობო პროგრამა წარუდგინა. დღეს კი მსოფლიო მედიის წარმომადგენლების ჩინეთის ეკონომიკური გუნდი შეხვდა და ეკონომიკის მიმართულებით პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 75 საიუბილეო წელია და როგორც ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, ეს წელი არის გადამწყვეტი მეთოთხმეტე  ხუთწლიანი გეგმის შესასრულებლად. ეს ხალხი, ვინც „მედიაცენტრი მთავარის“ კადრში ჩანს, სწორედ ის ხალხია, ვინც ჩინეთის ეკონომიკას კურირებს და შეიძლება ითქვას „მსოფლიოს აზანზარებს“. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

მარნეულში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარნეულში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით,  ერთმანეთს  მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, მაგრამ იქამდე მისასვლელად კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი – დანიგანი

საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, მაგრამ იქამდე მისასვლელად კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, – ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი. ,,დემოკრატია არ დგება შემთხვევით, ის მოითხოვს მუდმივ ძალისხმევასა და წვლილის შეტანას ყოველი ახალი თაობის მიერ, თითოეული ჩვენგანის მიერ. დემოკრატია ნიშნავს ტოლერანტობას, კომპრომისებს და ასევე ნიშნავს, რომ ინსტიტუტებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა, უნდა გაუმჯობესდნენ და უფრო მეტად ანგარიშვალდებულები გახდნენ ხალხის მიმართ, რომელსაც ემსახურებიან. ახლა მინდა შევეხო შედარებით ახალგაზრდა და ენერგიულ დემოკრატიას – საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ის მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ამერიკელებსა და ქართველებს აკავშირებთ ერთმანეთთან, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებაზე – თავისუფლებაზე, რომელიც ასევე…

მეტი...

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ “დეპუტატს” რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ 3 დეპუტატს, გარი მულდაროვს, დავით სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ – ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს და წერს, რომ მიზეზად სახელდება “ქმედებები, რომლებიც იწვევს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან”. თუმცა რა იგულისხმება, დაკონკრეტებული არ არის. ცნობილია, რომ სამივე “დეპუტატი” საქართველოსთან “სახელმწიფო საზღვრის დადგენას” ითხოვდა. მულდაროვი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის “საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა”. სანაკოევი “რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია” და 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მასზე დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

მეტი...

გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 4 099 პირი დააჯარიმეს

2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ,,კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 1 895 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 866 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 744 – ბათუმში და 594 – რუსთავში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4 099…

მეტი...

,,ჩვენი დემოკრატია საუკეთესოა” – პესკოვი

ჩვენი დემოკრატია საუკეთესოა, – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი “მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე” გამოსვლისას, რომელიც სოჭში იმართება და რომელსაც საქართველოდანაც ესწრებიან. ,,ჩვენ აღარ მოვითმენთ ჩვენი დემოკრატიის კრიტიკას და ბრალდებებს, რომ ის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი დემოკრატია საუკეთესოა და ჩვენ გავაგრძელებთ მის მშენებლობას”, – განაცხადა პესკოვი.

მეტი...

საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია – პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს

,,საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია” – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებს. ეს კომენტარი მან საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნასა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას გააკეთა. პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა ჯერ თავიანთ ქვეყნებში მიიღონ კონსენსუსით გადაწყვეტილებები და “ქართულ ოცნებას” იმავესკენ ამის შემდეგ მოუწოდონ. ,,საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა თავის კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს, ყველა ვისაც უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ ეს კონსენსუსები, მერე ჩვენ გველაპარაკონ. ჩვენ…

მეტი...

,,დააწერეთ ბიულეტენებზე “ნავალნი” – იულია ნავალნაია რუსებს საარჩევნო უბნებზე პროტესტისკენ მოუწოდებს

ალექსეი ნავალნის ქვრივი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს 17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატონ – ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს გარდა პუტინისა, ან გააფუჭონ ბიულეტენები. ,,ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე, ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ვართ პუტინის წინააღმდეგ. უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს, 17 მარტს, შუადღეს. თქვენი ასარჩევია, რა გააკეთოთ შემდგომ. შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს,…

მეტი...

მშობიარობის შემდეგ, მწვავე პნევმონიით ბათუმიდან თურქეთში გადაყვანილი ქალი დაიღუპა

მწვავე პნევმონიით, მშობიარობის შემდეგ, 39 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ქალი მძიმე მდგომარეობაში, 12 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინადან” თურქეთში გადაიყვანეს. როგორც გამოცემა წერს, ქალი, თავდაპირველად, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს, მას პნევმონია გაუმწვავდა და ფილტვების უკმარისობა განუვითარდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკის ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კონსილიუმისა და ოჯახი შეთანხმების საფუძველზე, პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს. რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, ახალშობილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მეტი...

შვებაა იმ პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ სინამდვილეში – პაპუაშვილი პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე

შვებაა იმ პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ სინამდვილეში, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებულ ცვლილებას. ,,ეს ეხება პარტიებს, რომლებიც არის უმოქმედო და რეალურად ფურცელზე არსებობენ მხოლოდ და ეს არის მათთვისაც შვება, იმ პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ სინამდვილეში და ამით სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ რეესტრი განიტვირთოს მკვდარი პარტიებისგან, არარესებული პარტიებისგან, და იყოს უფრო მეტი სიცხადე პარტიულ ლანდშაფში. მათ შორის, პარტიული ლანდშაფტისთვისაც არის შეიძლება საინტერესო იმ მხრივ, რომ დიდი რაოდენობა რომ არ იქნება პარტიების ეს მეტ სიცხადეს შემოიღებს, შეიძლება ვიღაცისთვის საინტერესო იყოს, რომ რაღაც დასახელება პარტიის გამოთავისუფლდეს…

მეტი...

რუსეთის მეღვინეთა ასოციაცია ქართული ღვინის იმპორტზე შეღავათების გაუქმებას ითხოვს

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია საქართველოდან ღვინისა და ცქრიალა ღვინის იმპორტზე საშეღავათო რეჟიმის გაუქმებას, NATO-ს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე კი 200%-იანი გადასახადის დაწესებას მოითხოვს. ამჟამად ქართულ ღვინოებზე რუსეთში გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. რუსეთი ქართული ღვინის კომპანიებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია. საქართველომ 2024 წლის პირველ თვეებში უცხოურ ბაზარზე ღვინის ექსპორტის რეკორდი დაამყარა, – ამის შესახებ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 5 მარტს განაცხადა. გაყიდვების თითქმის 80% რუსეთზე მოდიოდა. მათივე ცნობით, 2024 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველომ 16,7 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანა, რაც 43%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.

მეტი...

ხალხი გადის ქვეყნიდან, არის სიღარიბე და თუ ასე გაგრძელდა დასაქორწინებელიც არავინ დარჩება – პაატა მანჯგალაძე

ხალხი გადის ქვეყნიდან, არის სიღარიბე და თუ ასე გაგრძელდა დასაქორწინებელიც არავინ დარჩება, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე.  ,,ქართული ოცნების” პოლიტიკა იმდენად ანტიქართული და ანტიეროვნულია რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ხალხი გადის ქვეყნიდან. არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მათ უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა დასაქორწინებელიც არავინ დარჩება ქვეყანაში. შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა ამ საკითხების მოგვარება და შემდეგ რაზეც უნდა იმაზე გავყვები. ჯერ “ქართულმა ოცნებამ” თქვას, როგორ ვაგვარებთ ხალხის გაქცევის პრობლემას”, – განაცხადა დეპუტატმა.

მეტი...

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ბ.ნ., 1999 წელს დაბადებული ი.ბ., 1989 წელს დაბადებული ე.ხ., წარსულში ნასამართლევები -1986 წელს დაბადებული მ.ე., 2003 წელს დაბადებული ლ.უ. და 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების,…

მეტი...

თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს

თბილისში დაკარგული არასრულწლოვნები იპოვეს. ბავშვები პოლიციამ თბილისში იპოვა და ისინი თავს კარგად გრძნობენ. ცნობისთვის, არასრულწლოვნები სახლიდან გუშინ გავიდნენ და ოჯახისთვის მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი იყო.

მეტი...

9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტზე გავა

9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება. „9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად, სწორედ ის მიმართულებები შევარჩიეთ, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდებოდა. პირველ რიგში, ახალი ავტობუსები სწორედ ამ მარშრუტებზე გავუშვით, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალება მოგვეცეს. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები…

მეტი...

დიდუბის რაიონში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაციისთვის საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, 1-ელი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები. „კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ ავტომანქანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ ავტომობილები“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა დაასახელა მისამართები, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენ. კერძოდ, პავილიონები განთავსებულია…

მეტი...

ფეხბურთის გულშემატკივრებს „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების მატჩით გავახარებთ – კახა კალაძე

ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთ არენაზე“ ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ მატჩში დედაქალაქის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ფეხბურთის და განსაკუთრებით „ინტერის“ ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით გაუხარდებათ ხვალინდელი მატჩი და ლეგენდარული ფეხბურთელების სტადიონზე ხილვა. „ბათუმში, 7 მარტს, 19:00 საათზე ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, სტადიონზე იხილოს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, თავის გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ვფიქრობ, ყველა…

მეტი...

ჩინეთის მთავრობის ანგარიში და 2024 წლის პრიორიტეტები

ჩინეთის პრემიერმა ეროვნულ სახალხო კონგრესს ანგარიში წარუდგინა. პრემიერმა პრეზიდენტს და ეროვნული სახალხო კონგრესის წევრებს 2024 წლის ძირითადი მიმართულებებიც დაუსახელა და აღნიშნა, რომ დასახული მიზნები განხორციელებადია. წელს ჩინეთის მთავრობა მთავარ პრიორიტეტებად აცხადებს: უცხოეთიდან დაფინანსებული საწარმოების ეროვნულისკენ გადაქაჩვას; ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობის ყოვლისმომცველი და პროგრესული შეთანხმების შეერთებას; ქონების, ადგილობრივი ვალების, მცირე და საშუალო ფინანსური ინსტიტუტების რისკების განმუხტვას; განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ენერგეტიკულ „რევოლუციას“; “ტაივანის დამოუკიდებლობის” წინააღმდეგობას და გარე ჩარევას; საერთაშორისო სამართლიანობისა და სიმართლის დაცვას; სამთავრობო ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასა და  2024 წლის გეგმებს ეხება. როგორც ჩინეთის პემიერმა ლი ქიანგმა აღნიშნა,…

მეტი...

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის ნაწილი გასაღების მიზნით თბილისის ზღვის მიმდებარედ, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსა, ხოლო ნაწილი, ასევე გასაღების მიზნით, თბილისიდან რუსთავში გადაზიდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებულისგან სარეალიზაციოდ გამზადებული 60 და სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული 10, ჯამში 70 შეფუთვად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალებები – ალფა-პვპ, მეფედრონი და მეთადონი ამოიღეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...