უნიკალური სოფელი მიაო (ვიდეორეპორტაჟი, ნაწილი 2)

სოფელი მიაო და მიაოს ხალხი, კულტურა და ცხოვრება (ნაწილი 1)

მეტი...

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. – ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 2023 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, ბრალდებულ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორს, ირაკლი გვაზავას, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ლევან ზაქრაძეს და ინდივიდუალური მეწარმე გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად…

მეტი...

საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა

ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი  მნიშვნელოვნად უსწრებს შობადობას და ეს მძიმე დემოგრაფიული რეალობა ოფიციალურ სტატისტიკაში უკვე ასახულია. დემოგრაფიული კატასტროფის მთავარი მიზეზად ადამიანების მძიმე სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობა და ასევე, მიგრაცია სახელდება.

მეტი...

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” დაიშალა

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაერქვა და მის ნაცვლად „პროგრესული პლატფორმა” დაფუძნდა. ფრაქციას სახელი “ნაციონალური მოძრობიდან” რამდენიმე თვის წინ წასულმა დეპუტატებმა შეუცვალეს. ოპოზიციონერი დეპუტატები მელია-გვარამიას პარტიას “ახალი” უერთდებიან და საქმიანობას მათთან გააგრძელებენ. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრობის” დეპუტატებს, ისინი საქმიანობას ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით აგრძელებენ, უცნობია, შეძლებენ თუ არა საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” შექმნას.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის ფედერალური მთავრობა ავრცელებს. განცხადების თანახმად, დახმარების ახალი პაკეტით უკრაინამ ბუნდესვერის მარაგებიდან გერმანიის ქარხნებში წარმოებული 18 ათასი 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი მიიღო, ასევე, Leopard-ის ტანკებისთვის ჭურვები, 14 სადაზვერვო Vector-ის დრონი და 30 სადაზვერვო Heidrun დრონი. ამის გარდა, გერმანიამ უკრაინას გადასცა 5 სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Warthog, 6 ყველგანმავალი მანქანა – Warthog, 6 გამნაღმველი მანქანა -WISENT 1, 2 , BEAVER, 3 მანქანა საზღვრის დასაცავად და ა.შ. დახმარების პაკეტში, ასევე, ნახსენებია SATCOM დაკვირვების სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2,056 Matador ყუმბარმტყორცნი და ა.შ. გერმანიის…

მეტი...

„როდესაც ენმ-ის ბირთვის 70% ტოვებს პარტიას, ყველაფერი ცხადზე უცხადესია, მათთვის მიუღებელია პარტია კულუარულად იმართებოდეს“ – ნიკა მელია

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახელი შეეცვალათ და მას “პროგრესი” დაარქვეს. ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია “ახალს” უერთდებიან. პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილები კი ქუთაისის საკრებულოში საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მათთვის მთავარია მოხდეს ცვლილებები, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მისივე თქმით, არ ფლობს ინფორმაციას ჩააყენეს თუ არა საქმის კურსში უკვე ყოფილმა პარტიის წევრებმა ცენტრალური ოფისი მათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „ახალის” ლიდერი,…

მეტი...

ბაკურიანში დიტო გოგოლაძის ძებნის ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო შეწყდა

ბაკურიანში დიტო გოგოლაძის ძებნის ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო შეწყდა. მაშველები ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ სამაშველო ვერტმფრენით გამოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ,  ისევ ოთა-ოშორის გზიდან გაგრძელდება. იმ ადგილიდან, საიდანაც დიტო გოგოლაძის კვალი ქრება. განგაში ბაკურიანში მას შემდეგ გამოცხადდა,რაც გაირკვა, რომ მთაში ბურანით წასული 5 ადამიანიდან ზვავს ოთხმა გამოასწრო, ერთი კი მთის მასის ჩამოწოლის შემდეგ გაუჩინარდა. მეგობრებმა დიტო გოგოლაძის მოძებნა თავდაპირველად საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. სამძებრო ოპერაციის ადგილი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალია, ამიტომ ტერიტორიის გასუფთავება მაშველებს  შიშველი ხელებით უწევთ.

მეტი...

„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე… დარასელიადან – კვეკვესკირამდე“ – გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! – გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” – ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი: 15 658 დღე! 42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელიადან – კვეკვესკირამდე„ ,,აუ კარგით რა! – გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” – ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელიადან – კვეკვესკირამდე

მეტი...

არჩევნებში პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა სამხედრო მოსამსახურეების რეკორდულმა რაოდენობამ (1.5 მილიონი) მიიღო. “გასული საარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო სამხედრო მოსამსახურეების კენჭისყრაში მონაწილეობა, რომლებიც ასრულებენ დავალებებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, მათ შორის საბრძოლო ფორმირებებში და საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის ადგილებში. ამ მიზნით, 2024 წლის 25 თებერვლიდან 14 მარტამდე 186 საარჩევნო უბანზე მოეწყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი. 99,27%-მა ხმა მისცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ვ.ვ.პუტინის კანდიდატურას”, – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთში საპრეზიდენტო…

მეტი...

დიაგნოზი ცნობილია – კვარაცხელიამ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმება გაიარა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, დღეს დილით ნეაპოლში ჩავიდა და Pineta Grande-ს კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის ძლიერი შეჭმუხნვა დაუდგინდა და ხვალ “ატალანტასთან” მისი თამაში ძალიან საეჭვოა. ხვიჩამ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიის კურსი გაიარა და სატრენაჟორო დარბაზში მსუბუქად დაიტვირთა. ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ხვიჩას ბერგამოელებთან მატჩში მონაწილეობის საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება, თუმცა ამის შანსი მცირეა და მის ნაცვლად სასტარტოში, სავარაუდოდ, ჯაკომო რასპადორი იქნება. არა უშავს, “ნაპოლის” უფრო მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებიც ჰყავს და ქართველის გარეშე ფონს გასვლას შეეცადონ. მთავარია, “კვარამ” ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს, შემდეგ…

მეტი...

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი აიყვანეს. დაკავებულს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ის ლისზე, ე.წ. სარბენ ბილიკზე გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავების ოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა. დაკავებულის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. გამოძიება დაიწყო სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას გულისხმობს.

მეტი...

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს და მისი ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოგონილი სახელებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, დაზარალებულებს მოგების მიღების მიზნით ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ. მათ შორის, ბრალდებულები ავსტრალიის მოქალაქის  კუთვნილ  340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ, კერძოდ დაზარალებულმა კრისტოფერ ფლამინმა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მითითებით მათ…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 სამაშველო ღონისძიება ჩაატარეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 სამაშველო ღონისძიება ჩაატარეს. მათ შორის, სააგენტოს ერთ-ერთმა ეკიპაჟმა ჭავჭავაძის ქუჩაზე (ვაკის პარკის მიმდებარედ) დაახლოებით 17 მეტრის სიმაღლის ხიდან კნუტი, ამწე-კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანა. ,,მაშველებმა კნუტი პირველადი დახმარების გაწევის მიზნით თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მასზე ჩვენმა ვეტერინარებმა იზრუნეს. თუ გსურთ, ამ თბილ და ხალისიან კნუტს მზრუნველობა გაუწიოთ და ოჯახის ახალი წევრი შეიძინოთ, დაგვიკავშირდით თავშესაფრის ნომერზე – 032 2 421 171. სტერილიზაციისთვის სასურველ პერიოდში, სააგენტო მის უფასოდ გაასტერილებს. ხშირია შემთხვევები, როცა ძაღლებისაგან შეშინებული კატები, თავის დაცვის მიზნით ხეებზე ადიან, მაგრამ იქიდან ჩამოსვლას რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგაც…

მეტი...

ლისზე სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს

ლისზე სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება. გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო – სანიოლის შვილი

აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამამისი ფეხბურთის გამო, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილმა. ,,მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ამაყია მამაჩემი ყველა ფეხბურთელით, სტაფით და ქართველი გულშემატკივრებით.” – განუცხადა სემ სანიოლმა Geo Team-ს. ვილი სანიოლისთვის საქართველოს მწვრთნელის რანგში 33-ე მატჩში საბერძნეთთან მოგებული შეხვედრა მე-16 იყო.

მეტი...

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სამდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი სამდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა. ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა და მოგვიანებით რუსულმა დაზვერვამაც დაადასტურა. ვიზიტი 25-27 მარტს შედგა და მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ვიზიტი შედგა იმ ანგარიშების ფონზე, რომელთა თანახმადაც, ფეხნიანის რეჟიმი საერთაშორისო სანქციების დარღვევით რუსეთს ნავთობს აწვდის და პირიქით. ასევე, რეჟიმი რუსეთს აწვდის საბრძოლო მასალასაც, რომელსაც ოკუპანტი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. Financial Times-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 7 მარტს დაიწყო ნავთობის მიწოდება ჩრდილოეთ კორეისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გაეროს მიერაა სანქცირებული.

მეტი...

არ განვიხილავთ და არც მომავალში განვიხილავთ ყოფილი თანამშრომლის დაბრუნებას – ეროვნული მუზეუმი

ეროვნული მუზეუმი ეხმაურება ყოფილი თანამშრომლის, ნიკა წიქარიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას. იხილეთ მუზეუმის განცხადება: ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სამსახურში აღდგენის, დისკირიმინაციის ფაქტის დადგენისა და 5000 ლარის ოდენობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში ნიკოლოზ წიქარიძის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს, შესაბამისად, ეროვნულ მუზეუმს არ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება. ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი დაკმაყოფილდა განაცდურის…

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ ინსტინქტია, ხალხს ყველაფერი ჩააშხამონ – შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი არის, ვისაც უნდა, ხალხს ყველაფერი ჩააშხამოს, როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტინქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ დღესასწაული. სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ ადანაშაულებს ნიკა გვარამიას ჯგუფს, რომ რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღნიშვნისას მოაწყო პროვოკაციები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. „ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ და ის, რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, არ არის ქართული საქციელი. თვითონვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები, ორგანიზაცია „შეცვალე“ არ…

მეტი...

საქართველოში აღებული მართვის მოწმობა ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება აღიარებული

ესპანეთის სამეფოს მინისტრთა საბჭომ უკვე განაცხადა თანხმობა შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა. „შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობების კატეგორიები და კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E, მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე…

მეტი...

კობა კობალაძე სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და მეომართა და სამოქალაქო პირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, ასევე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის…

მეტი...

ორი კრიმინალი, გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის – შალვა პაპუაშვილი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია არის დამნაშავე, არსებობდა მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია, რათა შექმნილიყო რადიკალური დღის წესრიგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვნახეთ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან. შემდეგ ვნახეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. ვნახეთ, რომ მან ვერც კი გაბედა, აეხსნა, რა იყო შეწყალების საფუძველი. ვნახეთ გამოხმაურებები ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იწონებდნენ, როგორც დეპოლარიზაციის ნაწილს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს…

მეტი...

პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი ,,წმინდა ომად” გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს. რუსული ეკლესია ამტკიცებს, რომ რუსი ხალხი იარაღით ხელში ,,იცავს თავის სიცოცხლეს, თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას, ცივილიზაციურ, რელიგიურ, ეროვნულ და კულტურულ იდენტობას, აგრეთვე უფლებას იცხოვროს საკუთარ მიწაზე ერთი რუსული სახელმწიფოს საზღვრებში”. ,,სულიერი და მორალური თვალსაზრისით, სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის წმინდა ომი, რომელშიც რუსეთი და მისი ხალხი, იცავენ წმინდა რუსეთის ერთიან სულიერ სივრცეს, იცავენ სამყაროს გლობალიზმსა და სატანიზმში ჩავარდნილი დასავლეთის გამარჯვებისგან. თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონაში. ამ ტერიტორიაზე რუსეთისა და მისი ხალხისადმი მტრულად განწყობილი რუსოფობიური…

მეტი...

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გასახლებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს. ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკმაყოფილება გამოთქვა გასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი თებერვალში დაიწყეს. სოხუმის აეროპორტი პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან წელს მიიღებს.

მეტი...

ველოდები აშშ-ის საელჩოს განმარტებას, მოეხსნა თუ არა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს სანქცია – შალვა პაპუაშვილი

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ დღემდე მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სანქციები. გვახსოვს, მაშინდელი ელჩის ხელმძღვანელობით, საელჩომ ისიც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს. „რაც შეეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, მასზე დღემდე მოქმედებს აშშ-ის საელჩოს სანქცია. გვახსოვს ჩვენ რომ მაშინდელი ელჩის ხელმძღვანელობით, საელჩომ ისიც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში ამ გადაწყვეტილებაზე. შემდეგ გველაპარაკებიან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, როდესაც…

მეტი...

ბაკურიანში, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთვება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბაკურიანში, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა. არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”, –…

მეტი...

ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის – შალვა პაპუაშვილი

შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო სექტორი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალეა. „ყველამ ნახა, რომ „ენჯეო“ სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები. თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში უშვებენ, მეორედან უშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს…

მეტი...

ბაკურიანში მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა

ცოტა ხნის წინ ბაკურიანში მთიდან თოვლის მასა მოწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს თოვლის მასაში ერთი ადამიანი მოყვა. ამ წუთებში, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ბარიერთან დაკავშირებით არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს – შალვა პაპუაშვილი

განხილვები იქნება და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, შეუძლია, წარმოადგინოს, მგონია, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, ბარიერთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს კანონპოექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. „ეს სუფთა პრაქტიკული საკითხია, რომელიც გამოცდილებამ აჩვენა, რომ რესურსის ფუჭად ხარჯვა ხდება, მათ შორის საბიუჯეტო რესურსის მეორე ტურისთვის, როცა მინიმალური სხვაობის გამო საჭიროა ხელახლა როგორც კომისიების, ასევე სხვა რესურსის დახარჯვა. ამის სტატისტიკაც არსებობს და როცა საკითხი განიხილება, ამას თვითონაც ნახავენ. რაც მთავარია, ეს…

მეტი...

ერთადერთი პარტია არის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც აქვს შანსი, საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ მაგათი საქმე ისე მიდის, შეიძლება, მანდაც პრობლემები შეექმნათ – შალვა პაპუაშვილი

ერთადერთი პარტია არის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც აქვს შანსი, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ მაგათი საქმე ისე მიდის, შეიძლება, მანდაც პრობლემები შეექმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „წესით, სისხლის სამართლის დამნაშავის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთმა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა უხერხულ მდგომარეობაში აქაც ჩაგვაყენა, როცა სააკაშვილი სასჯელისა და სანქციებისგან გვერდის ავლით ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ზუსტად იმ კაბინეტებში დაიარებოდა, სადაც დღეს ზურაბ ადეიშვილს ვხედავთ. მას ხელს ართმევდნენ, კონგრესებზე პატიჟებდნენ და ამით აგულიანებდნენ, რომ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა. მაშინ, ბევრმა უცხოეთში ქართველი ხალხი გასწირა იმისთვის, რომ სააკაშვილი…

მეტი...

,,31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი” – სამებაში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 12 იდენტიფიცირებული პირიდან, უმრავლესობა სწორედ აფხაზეთის ომის მონაწილეა, თუმცა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც. ცხედრები უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა წითელი ჯვრის ჩართულობით მათი იდენტიფიცირება და გადმოსვენება მოხერხდა. 5 ცხედარს დღეს ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ,,31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი. ჯერ დედა ჩამოასვენეს 2017-ში და ახლა ჩემი და. ძმა იქ არის დასაფლავებული. მებრძოლი იყო და დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს”,- ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლის და.

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო. იყო მოლოდინი, რომ დღეს განაჩენიც გამოცხადდებოდა და სასამართლოს სიტყვით ლაზარეც მიმართავდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა ბრალდებულისთვის დისტანციურ რეჟიმში მოსმენაზე. თავად გრიგორიადისი კი დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა. სასამართლო 8 აპრილს 15 საათზე ჩაინიშნა.

მეტი...

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ენმ” გაუქმდა – წასულებმა ,,პროგრესი” დააარსეს და ,,ახალს” უერთდებიან

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს. პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა. მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახელი შეეცვალათ და მას “პროგრესი” დაარქვეს. მისი წევრები ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია ,,ახალს” უერთდებიან. პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილები ქუთაისის საკრებულოში საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ.

მეტი...

Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 143 პირი. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა სია წინასწარია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემების მიხედვით იცვლება. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტის საღამოს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა შენობაში ცეცხლი გახსნეს, გაჩნდა ხანძარი. შენობაში 6 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შეიარაღებულმა ჯგუფმა მნახველებს ცეცხლი გაუხსნა ავტომატური იარაღით. 23 მარტს პუტინმა განაცხადა, რომ დაკავებული იყო 11 ადამიანი, მათ შორის, თავდასხმის უშუალოდ ოთხი მონაწილე, რომლებიც მისივე თქმით, გასართობ ცენტრთან თეთრი “რენოს” მარკის ავტომანქანით მივიდნენ და სროლისა და ხანძრის…

მეტი...

ბოლო 4 თევა ცოტა ეჭვი შემეპარა, იქნებ ნამუსი აქვთ, იქნებ შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის – გრიგორიადისის დედა

,,ბოლო 4 თევა რაღაც ცოტა ეჭვი შემეპარა, იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და იქნებ შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე დასკვნითი პროცესის დაწყებამდე. ამ წუთებში სასამართლოსთან აქტივისტები, ლაზარეს მეგობრები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ,,ლაზარე იდგა საქართველოს ღირსების დასაცავად 7 და 9 მარტს, აქციებზე, მაგრამ ლაზარემ ალბათ თავისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო მიიქცია ყურადღება და ამიტომ ამოირჩა. რადგან სჭირდებოდათ ვიღაც ერთი, რომელიც უნდა დაესაჯათ, ეს აღმოჩნდა ლაზარე და აგერ უკვე ერთი წელია ლაზარე არის საპყრობილეში და მე ვფიქრობ, რომ ის არის ჩვენი მთავრობის პირადი ტყვე.…

მეტი...

უნგრეთში ორბანის გადადგომას ითხოვენ

უნგრეთში პრემიერმინისტრ ორბანის გადადგომას ითხოვენ. მთავრობის ყოფილმა წევრმა, პიტერ მაგიარმა რომელიც ახლა ხელისუფლების კრიტიკოსია, სამშაბათს გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეთქმულებას აწყობდნენ კორუფციის დასაფარად. ამის შემდეგ ათასობით ადამიანი გავიდა ბუდაპეშტის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე. ქვეყანაში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური პროტესტი თებერვლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც სასჯელს იხდიდა ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის. ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეები, მათ შორის პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ჯუდიტ ვარგა, იძულებულნი გახდნენ თანამდებობები დაეტოვებინათ. პიტერ მაგიარმა, რომელიც ვარგას ყოფილი ქმარია, გაავრცელა ჩანაწერი Facebook-სა და…

მეტი...