პრემიერი საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციას გახსნის

თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას, რომელსაც პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გახსნის.

ანგარიშისა და სამომავლო გეგმების დეტალურ პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები