ოკუპირებული გალის რაიონში სამი თვის ორსული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს – ეძებენ ქმარს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონ სოფელ ჩხორთოლში 38 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალი სამი თვის ორსული იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ის მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, თავად ქმარი აცხადებს, რომ ქალმა თავი მოიკლა. ქალის ცხედარი წუხელ სოხუმში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტის დასკვნით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება და სიკვდილი გაცილებით ადრე დადგა, ვიდრე ქმარმა სავარაუდო სუიციდის თარიღი დაასახელა. არსებული ინფორმაციით, ქმარი ამჟამად მიმალვაშია. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ქალი ქმრის მხრიდან მუდმივი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და სახლიდან წასვლის შემთხვევაში კაცი მას მშობლების დახოცვით ემუქრებოდა. ცნობილია ის ფაქტიც, რომ სავარაუდო მოძალადის…

მეტი...

“დათომ სიარული და მეწყრისგან გამოღწევა იმიტომ ვერ შეძლო, რომ..“-შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და პასუხობს კითხვას, „როგორც ცდილობს გადარჩენას“. „ვცდილობ ვიყო კომუნიკაციაში გარშემომყოფებთან.. ვიზრუნო მათზე, როგორც ამის საშუალებას მაძლევს ჩემი ემოციური მდგომარეობა.. ვცდილობ ფიქრისთვის წამი არ მოვიტოვო, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად მარტო ვარ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი გონება 3 აგვისტოს ბოლო მიმოწერას და 4 აგვისტოს ტალახიან შოვს ატრიალებს განუწყვეტლივ და იმას, რომ დათომ სიარული და მეწყრისგან გამოღწევა იმიტომ ვერ შეძლო, რომ..“, – წერს ია მერებაშვილი.  

მეტი...

ბარიერის გადალახვის 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის – ხვიჩია

ბარიერის გადალახვის 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა., მისი თქმით,  ერთი გირჩი თუ დარჩა ბიულეტენში, ის გადალახავს ბარიერს. გასაგებია, რომ ყველა რისკავს. ვისაც გადალახვის შანსი აქვს, და ჩვენ 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ზურა ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის და რომელიმე პარტიაში შევა. ამას დამატებული, ნაცური პარტიები თუ ერთად შეგროვდება. ზურა ჯაფარიძის პარტია მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ შეგვიშალოს ხელი. არანაირი სხვა დანიშნულება, კეზერამაც კი იცის, დამფინანსებელმა, რომ არ გააჩნიათ. ნაცებს რატომ ართმევენ ხმებს? ფიზიკურად, დონორი ერთი და იგივე…

მეტი...

“არიან საშინელ პირობებში და ეშინიათ, იარაღებით დარბიანო”- მექსიკის საზღვრიდან 120 ადამიანია გატაცებული

მექსიკის საზღვრიდან 120 ადამიანია გატაცებული, მათ შორისს 30 ქართველია. გატაცებულების ახლობლები ამბობენ, რომ 2 დღეა იქ მყოფებს ვერ უკავშირდებიან და ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, გვიან ღამით შეიტყვეს, მას შემდეგ რაც გამტაცებლებმა ერთ-ერთს ტელეფონით სარგებლობის უფლება მისცეს: “სარდაფში არიან ჩაკეტილები გატაცებულები, თანხას ითხოვენ. როგორც მეუბნებიან, არიან საშინელ პირობებში და ეშინიათ, იარაღებით დარბიანო და ძაან ცუდ სიტუაციაში ვართო. ესეთ დროს ყველანაირად უნდა შეეცადოს ხელისუფლება, რომ ყველა გზა გამონახოს რომ ეს ადამიანები უვნებლები დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. არიოს 30 ქართველი. სულ არის 120 ადამიანი”  ამბობს “მთავარ არხთან” ერთ ერთი გატაცებულის ახლობელი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის…

მეტი...

,,საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი უნდა ვიყო“ – ხვიჩა კვარაცხელია

„საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო“, – აღნიშნულის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. ვრცელი ინტერვიუს ბოლოს ხვიჩას ჰკითხეს, „როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი სახელის ირგვლივ დიდი მღელვარებაა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“. „ – ეს ძალიან რთულია. ყველა გიყურებს ისე, როგორც სამაგალითოს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ მათთვის მისაბაძი, მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი უნდა ვიყო. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო როგორც მოედანზე, ასევე ფეხბურთის გარეთ“, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.

მეტი...

ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან – დიმიტრი მედვედევი

რუმინელები, მოგეხსენებათ, ერი კი არა, ცხოვრების წესია, როგორც ჩანს, ვერაფერი გაგვაკვირვებდა. ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან. მაგრამ არა, ისევ მიზეზი მომცეს. – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. “მათ სურთ, რომ ოქრო რუმინეთში დააბრუნონ.  ის, რომლის ნაციონალიზაცია საბჭოთა მთავრობამ 1918 წელს  ცუდი საქციელის გამო მოახდინა. ისე, მან უარი თქვა დანგრეული იმპერიის ვალების გადახდაზე. რუმინეთმა მიიღო ეს და შემდეგ მიიღო ჩვენგან უარი რეპარაციაზე (ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად) მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური პერიოდის შედეგად. აბა,…

მეტი...

ყალბი ფულის შენახვა-გასაღება – ეგვიპტის და ერაყის მოქალაქეები მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

ყალბი ფულის შენახვასა და გასაღებაში ბრალდებული მამაკაცები მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. არც ერთ ბრალდებულს დღეს დუმილი არ დაურღვევია. ეგვიპტის და ერაყის მოქალაქე მამაკაცები დანაშუალს არ აღიარებენ. როგორც გაირკვა, სუს-ი ბრლადებულების კვალზე ოპერატიული ცნობის საფუძველზე გავიდა. შეტყობინება ლილუაშვილის უწყებას მიაწოდა პიროვნებამ, რომელმაც ბრალდებულებისგან ყალბი დოლარის კუპიურები შეიძინა. დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან. დანარჩენ დეტალებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომას, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულთან მიმართებით აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა.…

მეტი...

„მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება“ – პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე გვქონდა ძალიან სასიამოვნო, ნაყოფიერი საუბარი. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი იყო გლობალურ-პოლიტიკურ პროცესებზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. „ყველა ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. რა…

მეტი...

“ვარკვევთ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს” – საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკაში გატაცებულ ქართველებზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მექსიკაში ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს. “საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან  დამატებითი ინფორმაციის  მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით” – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა

მეტი...

საქართველოში არსებული სტაბილურობა და რეფორმები არის დიდი აქტივი – ალიევი

საქართველოში არსებული სტაბილურობა და რეფორმები არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ვულოცავ ჩვენს ქართველ ძმებს ყველა მიღწევას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. ილჰამ ალიევის თქმით, ამის დასტურია სავაჭრო ბრუნვის 15 პროცენტით გაზრდა. „საქართველო და აზერბაიჯანი ახალ პროექტებზე მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანია მწვანე ენერგეტიკის პროექტი და საქართველო და აზერბაიჯანი ერთად, სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები წარმატებული პროექტების მაგალითებია და ენერგეტიკულო პროექტები მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება.…

მეტი...

მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა

მასშტაბური გატაცება მექსიკის საზღვართან – “მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ უკვე სამი დღეა 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ქალებიც არიან,თუმცა უცნობია გატაცებულებს შორის არიან თუ არა ბავშვები. არსებული ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. ტყვეობაში მყოფი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან კრიმინალური დაჯგუფების სისასტიკეზე მოკლეტექსტური შეტყობინებებით საუბრობენ. “ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენ…შეიძლება ცოტა ხანში [ტელეფონი] ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას…იარაღი დამადეს და მეორე დანის…

მეტი...

რუსეთში პრეზიდენტის არჩევნებს ქართველების ჯგუფი აკვირდება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებად მუშაობს ქართველების ჯგუფი, იუწყება ტელეგრამარხი „რუსეთის ქართული სათვისტომო“, ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. არჩევნები „მშვიდ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, ამბობს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მასთან ერთად, რუსეთში იმყოფება პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე და სხვები. რუსეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე აკვირდებიან დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. რუსეთში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. ის 15 მარტს დაიწყო და დასრულდება კვირას, 17 მარტს, არჩევნების ძირითად დღეს. არჩევნები ტარდება უკრაინაში ომის ფონზე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებამ რეგისტრაციაში…

მეტი...

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოში მოიწვია

მაქვს იმედი, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მალე შეძლებს, საქართველოში გვეწვიოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოწვევა ილჰამ ალიევს ოფიციალურად გაუზიარა. „ვიმედოვნებთ, მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ გვაქვს პარტნიორობის, ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს სივრცე ურთიერთობების განვითარებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს – ალიევი კობახიძის ვიზიტზე

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. „უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. ამასობაში, კიდევ ერთხელ, ჯერ გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ…

მეტი...

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში, წარმატებული თანამშრომლობა. ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურის რანგში ბაქოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ერთობლივ რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის განსაკუთრებულ როლზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნეს, რომ სხდომის გამართვა ახლო მომავალში…

მეტი...

გუმისთის ბრძოლებიდან 31 წელი გავიდა

დღეს, გუმისთის ბრძოლების 31 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა, ზაზა ჩხაიძე და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. “პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო საქართველოსთვის დაღუპული გმირების ოჯახებს. ნათელი მათ ხსოვნას და დიდება გმირებს! 31 წლის წინ იყო საკმაოდ მძიმე ბრძოლები.მოხდა ის რომ, ღირსეულად, ურთიერთშეთანხმებით და გმირობის უდიდესი მაგალითებით შედეგი დადგა. პატივი მივაგეთ, იმ გმირების ხსოვნას, ვინც ამ ბრძოლებს და საერთოდ,…

მეტი...

ირაკლი კობახიძემ ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას, ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ასევე იმყოფებოდა შეჰიდების ხეივანში, სადაც გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.

მეტი...

„ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება, მეტი ნიკა ქართულ ოპოზიციას“ – ირაკლი ზარქუა მელია-გვარამიას გაერთიანებაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებას და ახალი პოლიტიკური მოძრაობის, „ახალის“ შექმნას ეხმიანება. როგორც ზარქუა აცხადებს, ის აღნიშნულ გაერთიანებას მიესალმება, რადგან „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება“. „ორი ნიკა, ორი ანზორის ძე – რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა? მე „ჩამიგდეს“ სახალისოდ, როგორი „შეხმატკბილებულები“ არიან, არაფერი საერთო არ აქვთ. ერთადერთი საერთო ის აქვთ, რომ ორივე „ნაცია“, იქიდან მოდიან, ფესვები „ნაცობიდან“ არის და ახლა ცდილობენ, ხაბეიშვილის და კეზერაშვილის პარტიას გაემიჯნონ. არ გამოვრიცხავ, მათ ისევ კეზერაშვილი აფინანსებდეს. „ახალი“ დაირქვეს. დავამატოთ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება,…

მეტი...

ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

ხონში ოჯახური დავა დაჭრით დასრულდა. დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. 50 წლამდე ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არაა.  მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცს ცოლის ცემის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ ქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძოება  117-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

თბილისში შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა

თბილისში შაურმით შვიდი ადამიანია მოწამლული. ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ ერთ ობიექტში ნაყიდი საკვები პროდუქტის მიღებიდან ცოტა ხანში, ხალხმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმების დახმარება დასჭირდათ. ობიექტის მუშაობით უკვე დაინტერესდა სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ ადგილიდან ამოიღეს რეალიზაციისთვის გამზადებული ხორცი და ბოსტნეული. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და  მიკროორგანიზმებით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა. შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის…

მეტი...

საქართველოს ტურიზმის პოტენციალს ვენის Ferien Messe Wien გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიაში, ვენაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Ferien Messe Wien მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო მდივანთან და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორთან. შეხვედრას დაესწრო ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი. „Ferien Messe Wien-ის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის ეკონომიკის სამინისტროში. შეხვედრები შედგა ტურისტული მედია გამოცემის, T.A.I.   და ტურისტული სააგენტოს  Ruefa დირექტორებთან, ასევე  ავსტრიის ტურიზმის ასოციაციისა და  ავსტრიის ავიახაზების ხელმძღვანელ პირებთან.  შეხვედრებზე საუბარი…

მეტი...

დასავლელი მოკავშირეების ახალი კოალიცია კიევს „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ მოამარაგებს – შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შექმნიან ახალ კოალიციას „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ კიევის მომარაგებისთვის, იუწყება AFP. შოლცმა ამის შესახებ ბერლინში განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ. როგორც BBC შენიშნავს, ეს შეხვედრა მოეწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის დახმარების საკითხში სამ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სხვაობები გამოვლინდა: მაკრონმა განაცხადა, რომ კიევის დახმარებაში შეზღუდვები დაუშვებელია. მან არ გამორიცხა არც დასავლეთის ჯარების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნა კატეგორიულად გამორიცხულია. დასავლეთის, ძირითადად ევროპის, ქვეყნები არაერთხელ გაერთიანებულად მცირე ჯგუფებად, რომლებიც…

მეტი...

ის ბანდიტია – ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრაზე განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმრავლესობას სურს შეიტანოს ამაში თავისი წვლილი. მოვუწოდებ ყველას, დაუპირისპირდნენ ვლადიმირ პუტინს, ის ბანდიტია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ირლანდიას როგორც უკრაინისთვის, ასევე, ღაზის სექტორისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.  

მეტი...

“ჯერ იქ მოსკოვში შენი რუსი დედა ვატირე, ხიდაშელო…” – მაჩალიკაშვილი

“ჯერ იქ მოსკოვში შენი რუსი დედა ვატირე ხიდაშელო, იმ რუკას რაც შენ ამაყად აყვედრი ქართველს, იმ რუკას ისე არანაირი ხმაურის გარეშე ჩამოვიტანდი და გადავცემდი საქართველოს მხარეს არანაირი სირთულების გარეშე, ეს რუკები აქაც საქართველოშიც ყრია უპატრონოდ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ეს თქვენი ატეხილი ხმაური წინასარჩევნო ბინძური თამაში იყო, მაგას სულელიც კი ხვდება, და ბოლოს ისეც გამოვიდა რომ არჩევნებიც, ის რუკებიც კი გაიკეთეთ ერთ ადგილას ისე ლამაზად რომ თქვენი მომხრე ბრბო ძაან კმაყოფილიც დარჩა, ეხლა ეს რუსი ბიზნესმენი კარინოი რუსი, ფესბეს თანამშრომელი, საქართველოშია, თანამშრომელი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, სრული ბედნიერებაა რა ერთ…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ზაგულბას სასახლეში, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. საქართველოს დელეგაცია პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

მეტი...

იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერზე უკვე გამოქვეყნდა. ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება. გავრცელებული განცხადების თანახმად, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც თბილისის დროით 15:25 საათზე გაიმართება. თბილისში ჩამოსვლამდე, 17 მარტს ალიანსის გენერალური მდივანი აზერბაიჯანის დედაქალაქს, ბაქოს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მომდევნო დღეს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდება. 19 მარტს დაგეგმილია გენერალური მდივნის ერევანში ვიზიტი, სადაც იგი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰან ხაჩატურიანსა…

მეტი...