თეა წულუკიანს სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან თემურ შარიქაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა.

გადაწყვეტილება საქმეზე, თემურ შარიქაძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, მოსამართლე ნანა შამათავამ დღეს, 5 მარტს გამოაცხადა. პროფკავშირების ინფორმაციით, ეს უკვე მე-16 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს.

,,სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც თემურ შარიქაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს თემურ შარიქაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 3000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები